თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 02.02.2015
№ დოკუმენტი 10
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2015 წლის 2 თებერვალი

ქ. თერჯოლა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" პუნქტის ,,დ.ბ" ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ", ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ", ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის", „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების და ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

ა) ასაშენებელი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,5 ლარი;

ბ) ასაშენებელი კომერციული დანიშნულების ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 1 (ერთი) ლარი;

გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 3 (სამი) ლარი;

დ) ხაზობრივი ნაგებობების, კერძოდ: II კატეგორიის (ქალაქის ქუჩის ქსელი) წყალსადენის, II კატეგორიის წყალარინების მილის, III კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, III კატეგორიის საავტომობილო გზის, II კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო II კატეგორიის ნავთობსადენის და გაზსადენის, III კატეგორიის ელექტროგადამცემი ხაზის, II კატეგორიის სამელიორაციო და საირიგაციო ნაგებობის, II კატეგორიის რკინიგზის, II კატეგორიის საავტომობილო გზის, I კატეგორიის ქუჩის მშენებლობისათვის ერთ გრძივ მეტრზე 0,2 ლარის ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მოსაკრებლების გადახდისგან განთავისუფლდეს:

ა) სტიქიური უბედურებისაგან დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;

ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.

3. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №1 -ის შესაბამისად.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

 

მუხლი 2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქცია დანართ №2-ის შესაბამისად.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 06.04.2016წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მაისის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 17.05.2017წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 მარტის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 06.03.2026წ.

 

მუხლი 3

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი;

ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.

2. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია, დანართი №3-ის შესაბამისად.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 04.07.2024წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.

 

მუხლი 4

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი შემდეგი ოდენობით:

ა) II კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო

ფართი არ აღემატება 300 მ2-ს:

ა.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 1000 ლარი:

ა.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 500 ლარი:

ბ) III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის შენობა-ნაგებობისათვის:

ბ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2000 ლარი;

ბ.ბ)განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1000 ლარი;

ბ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 500 ლარი;

გ) III კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო

ფართი არ აღემატება 6000 მ2-ს, გარდა ამ პუნქტის ,,ბ' ქვეპუნქტით გათვალისწინებული შენობა- ნაგებობებისა:

გ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 2500 ლარი;

გ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 1500 ლარი;

გ.გ) განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში – 1000 ლარი;

დ) IV კლასის შენობა-ნაგებობებისათვის ან/და შენობა-ნაგებობებისათვის, რომელთა საერთო სამშენებლო

ფართი აღემატება 6000 მ2-ს:

დ.ა) განცხადების მიღებიდან 1 დღის ვადაში – 4500 ლარი;

დ.ბ) განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში – 2500 ლარი;

დ.გ) განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში –1000 ლარი.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტი არ ვრცელდება III კლასს მიკუთვნებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობით 1500 მ2-მდე და მიწის ზედაპირიდან 14 მ-მდე სიმაღლის სათავსის

მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემაზე.

3. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობის სამშენებლო დოკუმენტაციიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობის მახასიათებლები შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის ორი ან რამდენიმე ქვეპუნქტის მოთხოვნებს, დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი გადაიხდება იმ ქვეპუნქტის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს მოსაკრებლის უფრო მაღალ ოდენობას.

4. დამტკიცდეს თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი №4-ის შესაბამისად.

 

მუხლი 5 (ამოღებულია)

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 მარტის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 06.03.2026წ.

 

მუხლი 6

ძალადაკარგულად გამოცხადდეს

ა) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების დაწესების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №13 დადგენილება, (210.020.010.35.126.004.478, 2007 წელი, 3 აპრილი);

ბ) ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/02/2012, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016055).

 

მუხლი 7

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი

სოფიო ბუსკივაძე

 

დანართი №1

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.

2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება

მოსაკრებლისაგან გათავისუფლებულია:

ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებულ ობიექტთა მშენებლობა;

ბ) თერჯოლის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები;

დ) ეკლესია-მონასტრების მშენებლობა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის გაანგარიშების წესი

მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე, ხოლო ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის შემთხვევაში მოსაკრებელი გამოიანგარიშება ასაშენებელი ობიექტის პროექტით განსაზღვრული გრძივი მეტრის გადამრავლებით მოსაკრებლის განაკვეთზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 10.12.2015წ.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1.მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.

2.მოსაკრებლის გადახდევინებაზე პასუხისმგებელია თერჯოლის მუნიციპლაიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემი

ა) თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

ბ) მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურს.

 

მუხლი 8. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №2

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 4 მარტის დადგენილება №38 - ვებგვერდი, 06.03.2026წ.

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის შემოღებული ადგილობრივი მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის შესახებ

 

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, იგი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავება გულისხმობს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სხვადასხვა ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობასა და მათი განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.

3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

4. ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს გონივრულ ვადაში. მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან/და გადახდის ვადების დარღვევაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. ადგილობრივ მოსაკრებლებთან დაკავშირებულ დავას წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდისაგან.

6. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური (შემდგომში „სამსახური“) ან შესაბამისი უფლების მქონე ოპერატორის (შემდგომში „ოპერატორი“) მიერ განსაზღვრული დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ დადგენილების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ნარჩენი – ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს, განზრახული აქვს მოიშოროს ან ვალდებულია მოიშოროს;

ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – დასახლებულ ტერიტორიაზე, საცხოვრებელ ფართზე საყოფაცხოვრებო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენი და სხვა ნარჩენი, რომლის შემადგენლობა ამ ნარჩენის მსგავსია, აგრეთვე თერჯოლის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების, დაწესებულებების და ორგანიზაციების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო ან/და სარემონტო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს;

გ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი;

დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენი – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმების გამო ვერ თავსდება ნარჩენების სათავსში;

ე) ტერიტორია – დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული პირების, ინდივიდუალური მეწარმეების და სხვა სუბიექტების ტერიტორია, რომელსაც აქვს ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა, სამართლებრივი სტატუსი და სხვა მახასიათებლები;

ვ) საერთო ფართი (მ2) – საქმიანობისთვის გამოყენებული ფართობი;

ზ) ნარჩენების მფლობელი – ფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები;

თ) დაგვა-დასუფთავება – მექანიზირებული დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მორწყვა, თოვლცვენის დროს ქუჩების თოვლისგან გასუფთავების ღონისძიებები, მათ შორის, მარილის მოყრა;

ი) მომხმარებელი – თერჯოლის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები;

კ) ოპერატორი – თერჯოლის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი იურიდიული პირი;

ლ) აბონენტი – თერჯოლის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი, რომელიც დარეგისტრირებულია მოსაკრებლის გადამხდელად დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის განმახორციელებელ სამსახურში ან ოპერატორთან;

მ) ნარჩენების დაგროვების ნორმატივი – ერთი კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირის მიერ წარმოქმნილი კუბური მეტრი (მ3) საყოფაცხოვრებო ნარჩენი;

ნ) სულადობა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა;

ო) ერთი საწოლი – საავადმყოფოებში პაციენტთა, ხოლო სასტუმროებში მომხმარებელთა ერთი პირისთვის განკუთვნილი საწოლი;

პ) ერთი დასაჯდომი ადგილი – კვების ობიექტში მომხმარებელთა ერთი პირისთვის განკუთვნილი ადგილი;

ჟ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი – ერთბინიანი ან/და ორბინიანი (მათ შორის, ბლოკირებული სახით), ცალკე მდგომი, არაუმეტეს სამი მიწისზედა სართულის (მანსარდის გარდა) მქონე საცხოვრებელი ფუნქციის შენობა, რომელიც განკუთვნილია ერთი ან ორი ოჯახისათვის.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი

1. მოსაკრებლების გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის კერძო საკუთრებაში წარმოქმნიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.

2. ორგანიზებული ბაზრობების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელია ორგანიზებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი

1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისთვის.

2. მოსაკრებლის ოდენობა გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების გატანის ღირებულებისა და შესაბამისი ზომის ერთეულის კომბინაციით, კერძოდ:

ა) მოსახლეობისათვის – ერთ სულ მოსახლეზე – 1,00 ლარი თვეში;

ბ) ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით;

გ) მოსახლეობისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 70 000 ან 70 000-ზე დაბალია – 0,50 ლარი თვეში;

დ) ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები - 0,50 ლარი თვეში;

ე) იურიდიული პირების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 25 ლარით თვეში 1 მ3 ან მათ სარგებლობაში არსებული 1002-მდე ფართის ყოველ კვადრატულ მეტრზე 0.50 ლარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე.

M = (N X C X K)/12;

M – მოსაკრებლის რაოდენობა თვეში;

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;

C – 1მ3 ნარჩენის გატანის ღირებულება, C = 25,00 ლარი;

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა, ადგილი, საწოლი).

2. იმ იურიდიული პირებისათვის, რომელთა საქმიანობაც მოიცავს სხვადასხვა სფეროს, მოსაკრებლის გაანგარიშება მოხდება კომპლექსურად (ცალკეული საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი) მოქმედი ფორმულის შესაბამისად.

3. ორგანიზებული ბაზრობისა და სავაჭრო ცენტრებისთვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება კომპლექსურად (არსებული ცალკეული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებიდან გამომდინარე გადასახდელ მოსაკრებელთა ჯამი).

4. საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვრება აღსაზრდელების/მოსწავლეების/სტუდენტების და დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის გათვალისწინებით.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.

6. საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის მრიცხველი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ იმ აბონენტზე, რომლითაც მარაგდებიან ელექტროენერგიით ან/და იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება აბონენტის (ელექტროენერგიის მრიცხველის მესაკუთრის) სახელზე.

8. იმ საცხოვრებელ ფართზე, სადაც რეგისტრირებულია ერთზე მეტი მრიცხველი, მოსაკრებელი დაერიცხება ერთ-ერთ მრიცხველს, ხოლო აღნიშნულ მისამართზე არსებულ სხვა მრიცხველებზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დარიცხვა არ განხორციელდება, თუ არ გამოვლინდა სხვა გარემოება (მესამე პირისათვის საყოფაცხოვრებო ფართის ქირავნობით, გირავნობით ან სხვა ფორმით სარგებლობაში გადაცემის ფაქტი).

9. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრთა თანხმობისას ქვითარი გამოიწერება ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.

10. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.

11. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს მოსაკრებლის გადამხდელის ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ.

12. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.

13. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში აბონენტზე არსებული მოსაკრებლის დავალიანების გადახდის ვალდებულება დაეკისრება ახალ მესაკუთრეს.

14. მოიჯარის ან მოსარგებლის მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში დავალიანების გადახდის ვალდებულება ეკისრება მესაკუთრეს.

 

მუხლი 5. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება

1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება ფიზიკური პირებისათვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.

2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი ოპერატორის მომსახურებით.

3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ფიზიკური და იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.

4. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხება საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი, ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი შემდეგ ინფრასტრუქტურის ფართზე: დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, კვებისათვის განკუთვნილი იზოლირებული ფართი.

5. მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.

6. მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.

7. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50%-ზე მეტი.

8. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები სარგებლობენ მოსაკრებლის გადახდის 50%-იანი შეღავათით.

9. თუკი მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, წინასწარგადახდილი თანხა განაკვეთის ოდენობაზე ნაკლებია, სხვაობა უნდა დაიფაროს ახალი განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო თუ წინასწარ გადახდილი თანხა აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ჩაითვლება გადასახდელ თანხაში.

10. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში:

ა) ეკლესია-მონასტრები;

ბ) უფასო სასადილოები;

გ) არსებული მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრები;

დ) მრავალშვილიანი ოჯახები (4 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი);

ე) I და II ჯგუფის ინვალიდები.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი

1. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.

2. შესაბამის სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდულ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.

 

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები

1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.

2. ქვითრის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) მოსაკრებლის გადამხდელი;

ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;

გ) გადასახდელი თანხა;

დ) გადახდის ვადა.

3. მოსაკრებელი გადაიხდევინება ყოველთვიურად, თვეში ერთხელ.

4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.

5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის დარიცხვიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში, გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ხოლო ფიზიკური პირებისთვის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) დავალიანების დაფარვის პერიოდი განისაზღვროს არაუმეტეს 24 თვის ვადით.

 

მუხლი 8. მოსაკრებლის გადამხდელთა უფლებები და მოვალეობები

1. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე, ასევე მოქმედი ინდივიდუალური მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია დარეგისტრირდეს მოსაკრებლის გადამხდელად. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა), ვალდებულია რეგისტრაცია გაუკეთოს მის საკუთრებაზე მცხოვრები პირების რაოდენობას. მესაკუთრე ფიზიკური პირი, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი, ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ დაუყოვნებლივ ან/და არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს, რომელიც გავლენას მოახდენს გადასახდელი მოსაკრებლის გაანგარიშებაზე. აბონენტი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტი.

3. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტმა თანხა გადაიხადა ძველ მისამართზე, ცვლილების შემთხვევაში ახალ მისამართზე დარიცხული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოექმნება მომავალი თვიდან. იმ მისამართებზე, სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ საცხოვრებელ ფართში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან განხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმის საფუძველზე.

4. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში (მოსახლეობის კატეგორიის აბონენტზე), სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში – 1,00 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე დადასტურდება ერთზე მეტი პირის რეგისტრაცია, შესაბამისი პირის რეგისტრაციის პერიოდიდან განხორციელდება სულადობისა და დასარიცხი ტარიფის კორექტირება.

5. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე.

6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

7. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

8. დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლების მიერ, ფაქტობრივად დაკავებულ ფართში განხორციელებული ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში (რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხსა და მოცულობაზე), მათზე დარიცხულ მოსაკრებელში ცვლილების (კორექტირების) შეტანის მიზნით ვალდებულნი არიან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ მათ მიერ დაკავებულ ფართში ცვლილების დამადასტურებელი დოკუმენტები; მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებული მომხმარებლები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ გაზრდილი მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.

9. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ სამსახურს ან ოპერატორს და წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართში) საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი). საქმიანობის შეწყვეტის უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან, ასევე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის დღიდან.

10. ორგანიზებული ბაზრობის და სავაჭრო ცენტრების მომწყობი პირი ვალდებულია წარუდგინოს შესაბამის სამსახურს ინფორმაცია ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების არსებული სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტების საქმიანობის სფეროს და დაკავებული ფართობის შესახებ.

11. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით უფლებამოსილ პირს/პირებს დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების წარმომქმნელი პირების ტერიტორიაზე, ხოლო ნარჩენების წარმომქმნელი პირი ვალდებულია რეაგირების მიზნით დროულად (არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა) წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ნარჩენების წარმომქმნელი სუბიექტების ტექნიკურ მაჩვენებლებში არასწორი, არასრულყოფილი ინფორმაციის მითითებისა ან/და არასწორი, არასაკმარისი საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ნარჩენების წარმომქმნელ პირს.

 

მუხლი 9. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

1. მოსაკრებლების გადახდევინებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურს ან/და შესაბამის ოპერატორს თერჯოლის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

2. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოსაკრებლის ამოსაღებად იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად.

 

#assignedTableId-1773057889972 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }№

სამეწარმეო საქმიანობა

ზომის ერთეული

მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)

შენიშვნა

 

1.

მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები.

საერთო ფართის 1 მ2 ან

1მ3

0,08 ან

25

 

2.

სახელმწიფო ორგანიზაციები

საერთო ფართის 1მ2 ან

1მ3

0,41 ან

25

 

3.

ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები

საერთო ფართის 1 მ2 ან 1მ3

0,50 ან

25

 

4.

კინოთეატრები და თეატრები

მაყურებლის ერთი სავარძელი

 

0,41

 

5.

სკოლები, ინტერნატები, ბაგა-ბაღები

 

ერთი სული ან 1მ3

0,15 ან

25

 

6.

სასტუმროები (კვების ბლოკის გარეშე)

მომსახურების ერთეული-ერთი საწოლი

5

 

7.

საავადმყოფოები

1 მ3

25

 

8.

პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები

საერთო ფართის 1მ2 ან

1მ3

0,58 ან

25

 

9.

აფთიაქები

სამუშაო ფართის 1მ2 ან

1მ3

0,9 ან

25

 

10.

სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები

საერთო ფართობის 1მ2

0,05

 

11.

დახურული ტიპის სპორტული დარბაზები

დახურული ფართის 1მ2 ან 1მ3

0,33 ან

25

 

12.

სასურსათო, შერეული საქონლის და სხვა დასახელების მარკეტები (მაღაზიები)

სავაჭრო ფართის 1მ2 ან 1მ3

0,9 ან

25

 

13.

სამრეწველო საქონლის მაღაზიები

სამუშაო ფართის 1მ2

0,5

 

14.

ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდები

სამუშაო ფართის 1მ2

0,41

 

15.

აგრარული ბაზრობები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები

საერთო ფართის 1მ2 ან

1მ3

 

0,75 ან

25

 

16.

სამრეწველო და შერეული საქონლის ბაზრობები

სამუშაო ფართის 1მ2

0,45

 

17.

ავტოსადგომები

1მ2

0,18

 

18.

ბენზინგასამართი სადგურები

1მ2 ან

1მ3

0,8 ან

25

 

19.

სადალაქოები, სილამაზის სალონები

1მ2

0,9

 

20.

რესტორნები, კაფე-ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები (შაურმა)

ერთი დასაჯდომი ადგილი ან

1მ3

0,5 ან

25

 

21.

საცხობები და საკონდიტროები

1მ2 ან

1 მ3

0,75 ან

25

 

22.

ტოტალიზატორები, სისტემურ-ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები

1მ2

1

 

23.

საავტომობილო სადგურები

1 მ2 ან

1 მ3

0,4 ან

25

 

24.

ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები.

1 მ2

0,04

 

25.

ატრაქციონები, აკვაპარკები

1 მ2

0,1

 

26.

სამხედრო ნაწილები, პენიტენციური სისტემა

1მ3

25

 

27.

ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო

1მ2 ან

1მ3

0,45 ან

25

 

28.

საბითუმო და სამაცივრო საწყობები და ბაზები

1მ2 ან

1მ3

0,4 ან

25

 

29.

საბანკეტო დარბაზები

1მ3

25

 

30.

სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრისა და სხვა სახელოსნო

სამუშაო ფართის 1 მ2 ან

1მ3

0,75 ან

25

 

31.

სანერგე მეურნეობები, სათბურები

1მ3

25

 

შენიშვნა: ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაირიცხება.

N – ნარჩენების დაგროვების ნორმატივი წელიწადში;

C – მოსაკრებელი 1 მ³ ნარჩენების გატანაზე, C=25,00 (ლარი);

K – ზომის ერთეული (დაკავებული ფართი, მომხმარებელთა რაოდენობა)

 

დანართი №3

 

თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ" და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად განსაზღვრავს კანონით დადგენილ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაწესებულ მოსაკრებლის გადახდის წესსა და ვადებს.

2. ინსტრუქცია აწესრიგებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირები ამავე ინსტრუქციით დადგენილი წესით.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი

1. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან აგრეთვე ლატარიის მომწყობი პირები(ორგანიზატორები), რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას, „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ეროვნული ლატარიის ფონდის მიერ ორგანიზებულ ტენდერში გამარჯვებული პირის გამოვლენამდე.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:

ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;

ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;

გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;

დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 3 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 04.07.2024წ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 08.08.2024წ.

 

მუხლი 4. მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი

1. წამახალისებელი გათამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), გარდა წამახალისებელი გათამაშების სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობისა საქმიანობის ამ ნაწილში) ვალდებულია, შემოსავლების სამსახურში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არა უგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

2. წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი თანხით.

3. სამორინეს, აზარტული კლუბის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელი, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.

4. მოსაკრებლის გადახდის ნიშანში იგულისხმება თამაშობის მოწყობისას სამორინეს მაგიდისთვის კლუბის მაგიდისთვის, სათამაშო აპარატისთვის, სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობისთვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ანდა მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე ელექტრონულად გაცემული ნიშანი, რომელიც ადასტურებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდას და თამაშობის მომწყობის (ორგანიზატორის) უფლებას თამაშობის მოწყობის ადგილებში სამორინეს მაგიდების, კლუბის მაგიდისა და სათამაშო აპარატის დადგმასა და სალაროს მოწყობაზე. სათამაშო მაგიდებსა და აპარატებზე, ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროებზე მისამაგრებელი ნიშნები, რომლებიც ადასტურებს მოსაკრებლის გადახდას და თამაშების ორგანიზატორის უფლებას, თამაშების მოწყობის ადგილებში, სათამაშო მაგიდებისა და აპარატების დადგმასა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობაზე.

5. მოსაკრებლის გადახდის ნიშანი უნდა შეიცავდეს:

ა) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებულ ნუმერაციის ველს (დიაპაზონს), რომლის ფარგლებშიც გაიცემა მოსაკრებლის გადახდის ნიშნები;

ბ) მოსაკრებლით დაბეგვრის პერიოდს.

6. თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი), საანგარიშო კვარტალის დაწყებამდე საგადასახადო ორგანოში იძენს მოსაკრებლის გადახდის ნიშანს დაბეგვრის ობიექტის ფაქტობრივი განთავსების ტერიტორიაზე მოქმედი მოსაკრებლის განაკვეთის მიხედვით.

7. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტების მიხედვით მინიჭებული ნუმერაციის ველი (დიაპაზონი) საგადასახადო ორგანოში აღირიცხება თამაშების მოწყობის(ორგანიზატორის) სახელზე.

8. მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენის, ნუმერაციის ველის(დიაპაზონის) გამოყოფის, აგრეთვე უმოქმედო დაბეგვრის ობიექტების დალუქვის წესებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. ლატარიის მომწყობნი (ორგანიზატორები) ვალდებულნი არიან შემოსავლების სამსახურში, ყოველკვარტალურად წარადგინონ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადონ მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

 

მუხლი 5. პასუხისმგებლობა

ინსტრუქციის დარღვევისათვის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელს დაეკისრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები და სხვა პასუხისმგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დანართი №4

 

თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ (შემდგომში – სამსახური) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით, მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა

1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

2. მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, გარდა მათი დაფუძნებული იურიდიული პირებისა, თავისუფლდებიან მოსაკრებლის გადახდისგან.

 

მუხლი 4. დაჩქარებული მომსახურება

1. დაჩქარებული მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.

2. სამსახურის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.

3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

 

მუხლი 5. ვადის გამოთვლა

1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. სამსახური უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.

4. სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.

 

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები

1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს მოსაკრებლის გადახდის დამდასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.

 

მუხლი 7. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის.

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) სამსახური სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;

ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

გ) სამსახურმა მომსახურება არ განახორციელა ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში ან ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე.

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც ინსტრუქცია ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დასაწყისამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობა, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასასრულამდე.

5. განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობის ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

6. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა დაჩქარებული მომსახურებისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და

დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

7. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღება) თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომელსაც პირველი მომართვის შემდეგ დაჩქარებული მომსახურების წესით უარი ეთქვა შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებაზე და რომელიც იმავე შენობა-ნაგებობას არაუმეტეს ორჯერ წარადგენს სამსახურში ექსპლუატაციაში მიღებაზე კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაში იმავე შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მისაღებად მესამედ და ა. შ. დაჩქარებული მომსახურების შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება თავიდან.

8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

 

დანართი №5

 

თერჯოლის მუნიცპალიტეტის ტერიტორიაზე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. მომსახურება, რომელიც არ რეგულირდება ამ ინსტრუქციით, წარმოადგენს სამსახურის ვალდებულებას და ხორციელდება უსასყიდლოდ.

 

მუხლი 2. მოსაკრებლის ცნება

მოსაკრებელი არის პირის მიერ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ოდენობით თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის გადასახდელი სავალდებულო თანხა.

 

მუხლი 3. მოსაკრებლის დაწესება და მისი ოდენობის განსაზღვრა

1. მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

2. მოსაკრებელი მოიცავს სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურებისთვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.

 

მუხლი 4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება

1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურება ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის გულისხმობს სამსახურის მიერ მშენებლობის პროცესში კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, რომელიც მოიცავს დამკვეთის მოთხოვნით, მშენებლობის განხორციელების დოკუმენტების შესრულების შემოწმებას საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევასთან დაკავშირებით, ასევე მის თავიდან ასაცილებლად სამშენებლო საქმიანობის კონტროლს, აღნიშნულ საკითხზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

2. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების ფორმებია:

ა) ერთჯერადი შემოწმება;

ბ) ორი შემოწმება ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;

გ) ოთხი შემოწმება ორი კალენდარული წლის განმავლობაში.

3. სამსახური თავის უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სამსახურის წინასწარი წერილობითი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, სამსახური ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული შესაბამისი ფორმ(ებ)ით.

5. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო შეუძლებელია ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების განხორციელება, აგრეთვე, თუ განმცხადებლის მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნებს ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, სამსახური უფლებამოსილია უარი თქვას სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახური ხელმძღვანელობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 5. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება, მომსახურების პირობები და მომსახურების შეწყვეტა

1. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელების მიზნით სამშენებლო დოკუმენტით განსაზღვრულ ვადაში, სამსახურს განცხადებით მიმართავს დამკვეთი. განცხადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას სამშენებლო დოკუმენტზე და მოთხოვნას მომსახურების შესაბამისი ფორმით სარგებლობის შესახებ.

2. უფლებამოსილი ორგანოს მიერ, სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილების მიუღებლობა ნიშნავს უარს განცხადების დაკმაყოფილებაზე.

3. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

4. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესი შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:

ა) დამკვეთის მოთხოვნით;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა რაიმე ფორმით თავად შეუშალა ხელი სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების პროცესს ან/და მის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმომადგენელს;

გ) რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის პროცესი ერთის გარდა სხვა შემოწმებას არ ითვალისწინებს, ან/და ადგილი აქვს მომსახურებით გათვალისწინებულ ბოლო შემოწმებაზე გაცემული რეკომენდაციის შეუსრულებლობას.

5. სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების პროცესის ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, გადაწყვეტილებას იღებს მშენებლობის ზედამხედველობაზე უფლებამოსილი ორგანო ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული გარემოებების დადგომიდან ან განცხადების წარდგენიდან 15 დღეში.

 

მუხლი 6. ვადის გამოთვლა

1. სამსახურის მიერ ამ ინსტრუქციით დადგენილი მომსახურების განხორციელებისთვის, განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.

2. ამ ინსტრუქციით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციის და თანხის სრულად გადახდის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით, აგრეთვე ინსტრუქციით შესაბამისად განხორციელებული მომსახურების დროს, საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციით განსაზღვრული ვადები გამოითვლება კალენდარული დღეებით.

 

მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები

1. ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებული არიან გადაიხადონ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი მოსაკრებელი.

2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.

5. მოსაკრებელი ჩაირიცხება თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშზე.

 

მუხლი 8. გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება

1. თუ მოსაკრებელი გადახდილია თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ ინსტრუქციით დადგენილ განაკვეთს შორის;

2. გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას;

ბ) სამსახურმა უარი განაცხადა ამ ინსტრუქციით განსაზღვრული მომსახურების გაწევაზე (გარდა ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

3. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მოსაკრებლის სხვა ნაკლები ოდენობა, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება სხვა ფორმით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.

4. თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს მომსახურების სხვა ფორმით, რომლისთვისაც გათვალისიწნებულია მოსაკრებლის სხვა მეტი ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის. ასეთ შემთხვევაში, განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების განხილვის ვადის დასასრულამდე.

5. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება მომსახურების განხორციელების შესახებ მიიღება ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით.

6. ამ ინსტრუქციით მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განმცხადებელს მომსახურებისთვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.

7. ამ მუხლის 1-3 პუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით გადახდილი მოსაკრებლის ნაწილობრივ ან მთლიანად უკან დაბრუნება, ან მისი გამოყენება იმავე ან სხვა მომსახურების ფორმისთვის ხორციელდება გადამხდელის განცხადების საფუძველზე, რომელიც წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 თვის განმავლობაში. მოსაკრებლის დაბრუნების მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს გადახდილი თანხის ნაწილობრივ ან მთლიანად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთება, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და დასაბრუნებელი თანხის მისაღებად გამოყოფილი ანგარიშის ნომერი. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის უკან დაბრუნების ან მისი სხვაგვარად გამოყენების შესახებ მოთხოვნა დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.

8. გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე