N 51 - 08/02/2011 - „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 08.02.2011
№ დოკუმენტი 51
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №51

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანებაში (სსმ III, 08.04.05, №41, მუხლი 443) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილისა და 101-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:“.

2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა განისაზღვროს 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და სადღესასწაულო, აგრეთვე მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების გამოურიცხავად, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდეს მხოლოდ მგზავრობის ხარჯები;“.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 

მინისტრი კ. ბაინდურაშვილი

 

წყარო : საქართველოს საკანონმდებლო მაცნე