ბრძანება N 25802
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25802
25 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: -----)
2025 წლის 4 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 13 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 94) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 4 ნოემბრის N 98649/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 ოქტომბრის N 006-382 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ დღგ-ის დეკლარაციებსა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებს შორის შეუსაბამობა გამოწვეულია მიღებული თანხების წინა თვეებში ავანსის სახით დაბეგვრისა და დეკლარაციებში ასახვით, რომლებზეც არ იყო გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. აცხადებს, რომ შემოწმების მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულებების წარდგენა ვერ მოხერხდა, რადგან აღნიშნული ხელშეკრულებები არის 2021 წლის და მათ მოძიებას დრო სჭირდებოდა. ითხოვს უკვე მოპოვებული ხელშეკრულებების წარდგენის შესაძლებლობას და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 31 ივლისის N 17333 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, აგვისტოს, სექტემბრის, 2023 წლის იანვრისა და 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 15 ოქტომბრის N 21865 ბრძანება და ამავე თარიღის N 006-382 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 17 170 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 280 ლარი, ჯარიმა 4 542 ლარი, საურავი 3 348 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომპიუტერული დაპროგრამების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული მომსახურების სხვა საქმიანობები. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ გამოწერილი იყო 545 495 ლარის მომსახურების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. გადამხდელი განმარტავს, რომ 2022 წლის იანვრის თვის დეკლარაციაში არსებული სხვაობა გამოწვეული იყო შპს „-----“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის თანხის 2021 წლის დეკემბრის თვეში ავანსად ჩარიცხვის შედეგად 10 933 ლარის ოდენობით, ხოლო 2022 წლის აგვისტოს თვეში არსებული სხვაობა გამოწვეული იყო შპს „-----“ 2021 წლის დეკემბერში ავანსის სახით მიღებული თანხისგან 46 305 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულ კომპანიებთან არ არის გამოწერილი 2021 წლის დეკემბრის თვეში ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შესაბამისად, შემოწმებამ გადამხდელისგან გამოითხოვა აღნიშნული ტრანზაქციების საბანკო ამონაწერები, საგადახდო დოკუმენტები და დადგინდა, რომ შპს „-----“ ჩარიცხული თანხა შეადგენდა 46 305 ლარს, თუმცა, დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელშეკრულების თანახმად“ და არა „ავანსი“, ხოლო შპს „-----“ ჩარიცხული თანხა შეადგენდა 9 232 ლარს და დანიშნულებაში ამ შემთხვევაშიც მითითებული იყო „მომსახურების ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმებისთვის უცნობია. შესაბამისად, შემოწმებამ განახორციელა 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანალიზი და გადამხდელის ახსნა - განმარტება არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გადამხდელის მიერ ამ ეტაპზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
არაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადამხდელის მიერ გამოწერილია 545 495 ლარის მომსახურების საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა. გადამხდელის განმარტებით 2022 წლის იანვრის თვის დეკლარაციაში არსებული სხვაობა გამოწვეულია შპს „-----“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის თანხის 2021 წლის დეკემბრის თვეში ავანსად ჩარიცხვის შედეგად, ხოლო 2022 წლის აგვისტოს თვეში არსებული სხვაობა გამოწვეულია შპს „-----“ 2021 წლის დეკემბერში ავანსის სახით მიღებული თანხისგან. ზემოაღნიშნულ კომპანიებთან 2021 წლის დეკემბრის თვეში გამოწერილი არ არის ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები. შემოწმების მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილი ტრანზაქციების საბანკო ამონაწერებითა და საგადახდო დოკუმენტებით დადგინდა, რომ შპს „-----“ ჩარიცხული თანხა შეადგენდა 46 305 ლარს, თუმცა, დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელშეკრულების თანახმად“, ხოლო შპს „-----“ ჩარიცხული თანხა შეადგენდა 9 232 ლარს და დანიშნულებაში ამ შემთხვევაშიც მითითებული იყო „მომსახურების ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულებები შემოწმებისთვის უცნობია. შესაბამისად, შემოწმებამ განახორციელა 2021 წლის დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ანალიზი და გადამხდელს დაერიცხა დღგ.
იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის თვეში კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ ავანსის თანხებთან დაკავშირებით არ ჰქონდა გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და საბანკო ამონაწერების მიხედვით ჩარიცხვების დანიშნულებაში მითითებული იყო „ხელშეკრულების თანახმად“, „მომსახურების ხელშეკრულება“, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებები არც შემოწმების პერიოდში და არც დავების განხილვის ეტაპზე გადამხდელს არ წარმოუდგენია, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ის დარიცხვას. ითხოვს უკვე მოპოვებული ხელშეკრულებების წარდგენის შესაძლებლობას და საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2022 წლის იანვრის, აგვისტოს, სექტემბრის, 2023 წლის იანვრისა და 2024 წლის აპრილის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 9 ოქტომბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 17 170 ლარი, მათ შორის, გადასახადი 9 280 ლარი, ჯარიმა 4 542 ლარი, საურავი 3 348 ლარი.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს. მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (ა,ბ) 163 (I,II); 164; 168;.