ფიზიკური პირის მიერ გაცემული უპროცენტო სესხი N 0722

0722 ფიზიკური პირის მიერ გაცემული უპროცენტო სესხი - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0722
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ფიზიკური პირის მიერ გაცემული უპროცენტო სესხი N 0722

ფაქტობრივი გარემოებები

· გადასახადის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ასევე ფიზიკურ პირზე გაცემულია უპროცენტო სესხი

· ვარიანტი I: სესხი გამოყენებული იქნა საოჯახო ავეჯის შესაძენად (არაეოკონომიკური საქმიანობისათვის)

· ვარიანტი II: სესხი გამოყენებული იქნა იჯარით გაცემული შენობის რემონტისათვის (ეკონომიკური საქმიანობისათვის)

· ფიზიკურ პირებს აღნიშნული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებიათ

შეფასება

· ორივე ვარიანტში: სესხის გამცემს: -უპროცენტო სესხი უნდა ჩაეთვალოს მომსახურების უსასყიდლო მიწოდებად; -უნდა წარედგინა საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია

· ორივე ვარიანტში: სესხის მიმღები ფიზიკური პირის მიერ წარდგენილი უნდა ყოფილიყო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მასში ასახულიყო მიღებული სარგებელი

· ორივე ვარიანტში: სესხის მიმღებ ფიზიკურ პირს საგადასახადო აგენტის ვალდებულება არ წარმოეშობა (სსკ 218-ე მუხლი)

· II ვარიანტში: სესხის მიმღებს (გარდა კაპიტალიზირების შემთხვევისა) უფლება აქვს მიღებული სარგებელი იმავდროულად გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან

ღონისძიებები

· სესხის გამცემს: - საბაზრო საპროცენტო განაკვეთით უნდა განესაზღვროს დასაბეგრი შემოსავალი და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ 167-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით -უნდა დაეკისროს ჯარიმა სსკ 130-ე და 131-ე მუხლების შესაბამისად

· პირველ ვარიანტში სესხის მიმღებს: -საბაზრო საპროცენტო განაკვეთით უნდა განესაზღვროს დასაბეგრი შემოსავალი (სარგებელი) და დაერიცხოს კუთვნილი გადასახადი სსკ 167-ე მუხლით დადგენილი განაკვეთით - უნდა დაეკისროს ჯარიმა 131-ე მუხლის შესაბამისად

· II ვარიანტში: ფიზიკური პირის ერთობლივ შემოსავალში და გამოქვითვებში უნდა ჩაირთოს უპროცენტო სესხიდან საბაზრო საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრული საპროცენტო შემოსავალი (სარგებელი). შესაბამისად, სსკ 132-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება