საერთაშორისო გადაზიდვის დღგ-ით დაბევრა N 1153
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საერთაშორისო გადაზიდვის დღგ-ით დაბევრა N 1153
ფაქტობრივი გარემოებები
•უცხო ქვეყნის კლიენტსა (საქართველოს არარეზიდენტს) და არარეზიდენტ სატრანსპორტო ექსპედიტორულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არარეზიდენტმა ექსპედიტორულმა საწარმომ კლიენტისათვის უნდა განახორციელოს ტვირთის საფრანგეთიდან ბაქოში ჩატანა საქართველოს ტერიტორიის გავლით
•აღნიშნული ტვირთის გადაზიდვისათვის არარეზიდენტმა ექსპედიტორულმა საწამომ ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე და შემდგომ სხვა ქვეყანაში გადასაზიდად ორგანიზებისათვის დაიქირავა საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმო, რომელმაც თავის მხრივ შესაბამისი მომსახურებისათვის გაოუწერა ინვოისი არარეზიდენტ ექსპედიტორულ საწარმოს და ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება განახორციელა საქართველოს ტერიტორიის გავლით ბაქოში.
•საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მიერ არარეზიდენტი საწარმოსათვის მომსახურება გაწეულ იქნა:
I- 2006 წლის 1 ივნისამდე;
II- 2006 წლის 1 ივნისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე;
III - 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე;
IV - 2011 წლის 20 მაისის შემდგომ საანგარიშო პერიოდში
•საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული მომსახურება მიჩნეული იქნა საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და დაბეგრა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით
შეფასება
•I ვარიანტში აღნიშნულ პერიოდში მოქმედი სსკ-ის გათვალისწინებით, რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მომსახურება უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით
•II, III და IV ვარიანტში მომსახურება უნდა განხილულიყო საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმო უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით
ღონისძიებები
•I ვარიანტში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს დასაბეგრი მოგებისა და დღგ-ის ბრუნვის გადაანგარიშება
•I ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში ექსპედიტორული საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
•II, III და IV ვარიანტში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით