საერთაშორისო გადაზიდვის დღგ-ით დაბევრა N 1154

1154 საერთაშორისო გადაზიდვის დღგ-ით დაბევრა - (ძალადაკარგული) 25.10.2011
№ დოკუმენტი 1154
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საერთაშორისო გადაზიდვის დღგ-ით დაბევრა N 1154

ფაქტობრივი გარემოებები

•საქართველოს საწარმოსა და არარეზიდენტ ექსპედიტორულ საწარმოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არარეზიდენტმა ექსპედიტორულმა საწარმომ კლიენტისათვის უნდა განახორციელოს ტვირთის საფრანგეთიდან თბილისში ჩამოტან

•არარეზიდენტმა ექსპედიტორმა ფოთიდან თბილისამდე ტვირთის გადმოსატანად დაიქირავა რეზიდენტი ექსპედიტორი, რომელმაც უზრუნველყო ტვირთის ფოთიდან თბილისამდე ტრანსპორტირების ორგანიზება. საქონლის განბაჟება მოხდა თბილისში

•საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მიერ არარეზიდენტი საწარმოსათვის მომსახურება გაწეულ იქნა:

I- 2006 წლის 1 ივნისამდე;

II- 2006 წლის 1 ივნისიდან 2011 წლის 1 იანვრამდე;

III - 2011 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 20 მაისამდე;

IV - 2011 წლის 20 მაისის შემდგომ საანგარიშო პერიოდში

•საქართველოს რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მიერ არარეზიდენტი საწარმოსთვის გაწეული მომსახურება მიჩნეული იქნა საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და დაბეგრა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით

შეფასება

•I და III ვარიანტი აღნიშნულ პერიოდში მოქმედი სსკ-ის გათვალისწინებით, რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს მომსახურება უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით

•II და IV ვარიანტი აღნიშნულ პერიოდში მოქმედი სსკ-ის გათვალისწინებით, მომსახურება უნდა განხილულიყო საერთაშორისო გადაზიდვის შემადგენელ ნაწილად და რეზიდენტი ექსპედიტორული საწარმოს ოპერაცია უნდა დაბეგრილიყო დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით

ღონისძიებები

•I და III ვარიანტში მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს დასაბეგრი მოგებისა და დღგ-ის ბრუნვის გადაანგარიშება

•I და III ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში ექსპედიტორული საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ან ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად

•II და IV ვარიანტში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით