დამფუძნებლის სარგებლის დაბეგვრა N 2620
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დამფუძნებლის სარგებლის დაბეგვრა N 2620
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“-მა 2017 წლის აპრილის თვეში აანაზღაურა 5000 ლარი - დამფუძნებელი ფიზიკური პირისათვის გაწეული სასტუმრო მომსახურების ღირებულება. დამფუძნებელი არ არის საწარმოს დაქირავებული პირი. ამასთან, არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა. საგადასახადო ანგარიშგება შპს „X“-ს აღნიშნულ ოპერაციაზე არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს გადასახადის გადამხდელის მოწმობა.
· აღნიშნულიდან გამომდინარე, რეზიდენტი დამფუძნებლისათვის სასტუმროს მომსახურების ასანაზღაურებლად გადახდილი თანხები განიხილება სარგებლად და გადახდის განხორციელების საანგარიშო პერიოდში, ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. საწარმო ვალდებული იყო, აპრილის თვეში გადახდის წყაროსთან დაეკავებინა და ბიუჯეტში გადაეხადა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის თანხა იმ პრინციპით უნდა იქნას გამოანგარიშებული, რომ 5000 ლარი არ მოიცავს კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის თანხა შეადგენს 1250 ლარს (5 000/0,80*20%=1250).
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის. ამასთან, პირს მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით