ბრძანება N 20746
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20746
22 .08. 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------)
(მის.: ---------------------------------------)
2023 წლის 29 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №86) განიხილა შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------) №129781/21-10-21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის №EL216926 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საფოსტო ამანათების ჩამოტვირთვის და დახარიხსებისას აღმოჩნდა საფოსტო გზავნილების ზედმეტობა, რაც გამოწვეულია შეცდომით. მოჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით უკანონო ქმედების ჩადენა. მომხდარი არის ჩატვირთვის დროს დაშვებული შეცდომა, რის შედეგად მოხდა შპს „------------ის“ საბაჟო კონტროლის ზონიდან.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას ან დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 30 ივნისს გადამზიდავი კომპანის – შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------) მიერ შპს „--- ------------“-ის საბაჟო საწყობში განთავსებული საფოსტო გზავნილები (აღრიცხვის მოწმობა №----/----) ჩაიტვირთა №----/------- სატრანსპორტო საშუალებაში და გადატანილ იქნა შპს „-----------ის“ საბაჟო საწყობში (WH--------------).
შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------) 2023 წლის 7 ივლისის №116867/21-10-21 განცხადებით საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „------------------ის“ საბაჟო საწყობში №-------/------ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისა და საქონლის დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა საქონლის ზედმეტობა. კერძოდ, აღნიშნული საქონელი წარმოადგენდა შპს „--- ------------“-ის (ს/ნ --------------) კუთვნილ, დროებითი შენახვის დეკლარაციებით (№----/------; №-----/------) შპს „--- ------------“-ის (ს/ნ --------------) საბაჟო საწყობში (----------------) შენახულ სხვადასხვა დასახელების საქონლის ნაწილს (საერთო წონა 30 კგ), რომელიც შეცდომით ჩაიტვირთა №---------- სატრანსპორტო საშუალებაში და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გატანილ იქნა შპს „----- ის“ საბაჟო კონტროლის ზონიდან.
ვინაიდან, შპს „--------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ 2023 წლის 18 ივლისს შედგენილ იქნა №EL216926 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, რაც არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ჯარიმის ნაცვლად სანქციის სახით გამოყენებული იქნეს გაფრთხილება, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე15 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ამ კოდექსის 170-ემუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება. ნორმის განმარტების შინაარსიდან გამომდინარე, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას და არა ვალდებულებას.
ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სანქციის შერჩევისას ყურადღებით ეკიდება იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის განზრახულობაზე, სამართალდარღვევის საზოგადოებრივ საშიშროებასა და უფრო მსუბუქი სასჯელის შეფარდების შესაძლო უარყოფით შედეგებზე. ვინაიდან, მომჩივის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, მისი აღკვეთის მიზნით, კანონით ჯარიმის სახით დადგენილი დადგენილი სანქცია პროპორციულია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და გამოყენებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--- ------------“-ს (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მოჩივანი მიუთითებს, რომ კომპანიის მიზანი არ ყოფილა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით უკანონო ქმედების ჩადენა. მომხდარი არის ჩატვირთვის დროს დაშვებული შეცდომა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის გაუქმებას ან დაკისრებული ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-15 ნაწილზე მითითებით.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და საბაჟო სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და გამოყენებული სანქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 70(1,2); 163(1,15); 170(1);