N 407 - 01/08/2022 - „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №407
2022 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ეს ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ შემოტანილ საბურავებზე.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მგვ-ის ორგანიზაციის წევრის თანხმობის შემთხვევაში, ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია (მათ შორის, ელექტრონულად) მგვ-ის ორგანიზაციის წევრის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ.“.
3. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
„21. მწარმოებელს უფლება აქვს, ბაზარზე განათავსოს ან განახორციელოს საბურავების იმპორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არის მგვ-ის ორგანიზაციის წევრი.
22. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ვალდებულია, მოსთხოვოს მწარმოებელს მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია საქონლის იმპორტისას. მგვ-ის შესაბამისობის სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ – შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენილად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მგვ-ის შესაბამისობის სქემაში პირის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია ასახულია სსიპ – შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში.“.
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ექვს თვეში ერთხელ (1 აგვისტომდე და 1 თებერვლამდე) წარუდგინოს (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ გაცემულია თანხმობა ინფორმაციის მიწოდებაზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად) სამინისტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ დადასტურებული ინფორმაცია მის მიერ იმპორტირებული საბურავების რაოდენობის (წონა, სახეობების მიხედვით ტონებში) შესახებ, მგვ-ის რეესტრის საშუალებით (ელექტრონულად).“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე