N 368 - 23/09/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №368
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 538) და ამ დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 62-ე და 63-ე გრაფები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679490983222 {margin-left: 5.4pt; margin: 0 auto !important; }„62
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ ჩათვლით) ან/და მისაბმელის (3500 კგ ჩათვლით) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა
1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი– 40 ლარი
63
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (3500 კგ-ზე მეტი) ან/და მისაბმელის (3500 კგ-ზე მეტი) საბაზრო ან/და სატარიფო ღირებულების განსაზღვრა ან/და ტექნიკური მახასიათებლების დადგენა
1 მექანიკური სატრანსპორტო საშუალება/მისაბმელი– 80 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური