ბრძანება N 4073
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4073
26 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ს (ს/ნ --)
(მის.: ---) 2024 წლის 25 იანვრის
საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2024 წლის 25 იანვრის №87169/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №006-699 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებელზე ავანსად გადახდილი თანხის და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (დამფუძნებლები) დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებს შორის არსებული დადებითი სხვაობის სესხად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №32503 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----“-ს (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების დადგენის სისწორის, ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირებთან არსებული დებიტორული და კრედიტორული ნაშთების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33023 ბრძანება და ამავე თარიღის №006-699 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 614 447 ლარი, მათ შორის, გადასახადი 270 522 ლარი, ჯარიმა 201 461 ლარი, საურავი 142 464 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ავტომობილების შეძენა და რეალიზაცია, ასევე ავტომობილების სერვისის მომსახურება. საწარმო ავტომობილების შეძენას ახორციელებს არარეზიდენტი თურქული კომპანია „---გან“, რომელიც ამავე დროს არის შპს „---“-ის 60%-იანი წილის მფლობელი, ხოლო რეალიზაციას ახორციელებს როგორც საქართველოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ასევე არარეზიდენტ აზერბაიჯანულ კომპანია „----ზე“, რომელიც ამავე დროს არის შპს „---“-ის 40% იანი წილის მფლობელი. კომპანია ავტომობილების სერვისს ახორციელებს მხოლოდ რეზიდენტ პირებზე. შემოწმების მიმდინარეობისას კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემები, ხელშეკრულებები, ახსნა განმარტებები, ინვოისები და სხვა შემოწმებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.
შესაწვლის შედეგად დადგინდა, რომ პირს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთი (არარეზიდენტ ურთიერთდამოკიდებულ) კომპანიებთან. 2023 წლის 17 თებერვლის პირებს შორის დაიდო სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 2020 წლის 31 დეკემბერს შპს „---“-ს დებიტორული მოთხოვნის (რომელიც გააჩნდა „---სთან“) შემცირების სანაცვლოდ შეუმცირდა კრედიტორული მოთხოვნა მომწოდებელზე (რომელიც გააჩნდა „---თან“), ამავე თარიღში თანხა, რომლითაც დებიტორულმა დავალიანებამ გადააჭარბა კრედიტორულ დავალიანებას - 937 517 ლარი, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით დაკვალიფიცირდა ავანსის სახით გადახდილად.
შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების არსებული მოცულობის საჭიროება და მიზეზი, საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობა და გონივრული პერიოდი, რომლის შედეგად შპს „---“-სგან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და მტკიცებულება რომელიც განმარტავდა ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოების არსებობის მიზეზებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, 73-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოწმების მიერ მომწოდებელზე გადახდილი გადამხდელის მიერ ავანსად დაკვალიფიცირებული თანხა და ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (დამფუძნებლები) დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებს შორის არსებული დადებითი სხვაობა, რომელიც შემცირებულია წლის საშუალო შეძენის და წლის საშუალო რეალიზაციის ღირებულებით (ურთიერთდამოკიდებულ კომპანიასთან), შესაბამისი პერიოდების მიხედვით, განხილულ იქნა გაცემულ სესხად. გაცემული სესხი და მასზე საბაზრო პრინციპის შესაბამისად დასარიცხი პროცენტი ჩაითვალა უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 5%-ით (აზერბაიჯანისა და თურქეთის რესპუბლიკების სუვერენული საკრედიტო რისკის გათვალისწინებით). შედეგად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტისა და 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:
ა) პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;
ბ) ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თურქულ კომპანია „---თან“ არსებულ ურთიერთობებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე და მომჩივნის არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „---“-ს სამმხრივი შედარების აქტის საფუძველზე 2020 წლის ბოლოს წარმოეშვა მომწოდებლისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა − 937 517 ლარი, რაც კომპანიის მიერ აღრიცხულია, როგორც გადახდილი ავანსი და ამ თანხის სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში (რამდენიმე თვის განმავლობაში) მოწოდებულია ავტომობილები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ თურქულ კომპანიასთან არსებულ ურთიერთობებთან მიმართებით დასტურდება, თურქული კომპანიისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის სანაცვლოდ შემდგომ პერიოდში ავტომობილების მიწოდების ფაქტი, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, კვალიფიკაციის შეცვლა დაუსაბუთებელია და უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს აღნიშნულის საფუძვლზე განსაზღვრული ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
აზერბაიჯანულ კომპანია „---თან“ არსებულ ურთიერთობებთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე და მომჩივნის არგუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ შპს „---“-ის დაფუძნების მიზანი იყო, ----ს და „---ს“ აეთვისებინათ საქართველოს ბაზარიც და როგორც კომპანიის დამფუძნებლებს მიეღოთ კიდევ უფრო მეტი მოგება. COVID-19 პანდემიისა და პოსტპანდემიის პერიოდში არსებული ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე შპს „---“-მა თხოვა „----“ დახმარებოდა აღნიშნული ავტომობილების რეალიზაციაში და „---“ დაეთანხმა შპს „---“-ის შეთავაზებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიწოდებული ---- მხოლოდ 2020 და 2021 წლებში ახდენდა „---ზე“ მსხვილ რეალიზაციებს, ხოლო 2022 და 2023 წლებში ეს წილი მნიშვნელოვნად იკლებს. შპს „---“ ძირითადად ორიენტირებულია საქართველოს ბაზარზე და 2020 და 2021 წლებში „---თვის“ ავტომანქანების დიდი ოდენობით მიწოდება, გამოწვეული იყო პანდემიის გამო შექმნილი პრობლემებით. კომპანიის საბუღალტრო მონაცემებით, 2020-2023 წლებში, შემოწმების აქტში მოყვანილი დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს შორის სხვაობა ცვალებადი სიდიდეა და იზრდება/მცირდება შეძენილი/მიწოდებული საქონლისა და გადახდილი/მიღებული თანხების შესაბამისად. გარდა ამისა, 2020-2023 წლებში შპს „---“-ს, როგორც საქონლის მომწოდებელ, ისე საქონლის შემძენ ურთიერთდამოკიდებულ საწარმოებთან აქვს მნიშვნელოვანი ბრუნვები, როგორც საქონლის შეძენა/რეალიზაციის, ისე ანგარიშსწორების ნაწილში და არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები წარმოადგენს კომპანიების ჩვეულებრივი საქმიანობის შედეგს, ისე, როგორც აღნიშნულ პანდემიის პერიოდში შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა არაურთიერთდამოკიდებულ პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში. შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, რომლებთანაც შპს „---“-ს აქვს მუდმივი ეკონომიკური ურთიერთობა დებიტორული და კრედიტორული დავალიანების ქონა არ წარმოადგენს არაორდინარულ შემთხვევას. შემოწმების შედეგად, გაცემულ სესხად განხილულია დროის გარკვეულ მონაკვეთში მომწოდებლისათვის გადახდილი ავანსი და დროის სხვა პერიოდში − საქონლის მიწოდების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა (მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ თვითონ აუდიტის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ საქონლის მიწოდება საბაზრო პირობებით ხდებოდა).
საქონლის მიწოდების/შეძენის შედეგად წარმოშობილ დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს შორის სხვაობის (მისი ნაწილის) გაცემულ სესხად დაკვალიფიცირება, სხვა არაფერია, თუ არა საქონლის მიწოდებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების გაცემულ სესხად განხილვა (მით უმეტეს, რომ კომპანიას მუდმივად ჰქონდა საშუალება თავის დამფუძნებლებთან შეეთანხმებინა და პერიოდულად „გადაეხურა“ მათ მიმართ არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებები ურთიერთშეთანხმების (სამმხრივი შეთანხმების) საფუძველზე). საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით წარმოშობილი დებიტორული დავალიანებისთვის საგადასახადო შემოწმების მიერ კვალიფიკაციის შეცვლა და მისი უპროცენტო სესხად განხილვა არამართლზომიერია და ეწინააღმდეგება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ კომპანიასთან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების სესხად განხილვის საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები აზერბაიჯანულ კომპანიასთან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების დაფარვის/ურთიერთჩათვლის გზით განაშთვის თაობაზე. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სადაც დადასტურდება დებიტორული დავალიანების დაფარვა/ურთიერთჩათვლის გზით განაშთვა (მ.შ შესამოწმებელი პერიოდის მიღმა) აღნიშნულის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, თურქული კომპანია „---თვის“ ზედმეტად გადახდილი თანხის (ავანსი) სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
ბ) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მტკიცებულებები აზერბაიჯანულ კომპანიასთან წარმოშობილი დებიტორული დავალიანების დაფარვის/ურთიერთჩათვლის გზით განაშთვის თაობაზე;
გ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და სადაც დადასტურდება დებიტორული დავალიანების დაფარვა/ურთიერთჩათვლის გზით განაშთვა (მ.შ შესამოწმებელი პერიოდის მიღმა) აღნიშნულის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებელზე ავანსად გადახდილი თანხის და ურთიერთდამოკიდებულ პირებთან (დამფუძნებლები) დებიტორული და კრედიტორული დავალიანებებს შორის არსებული დადებითი სხვაობის სესხად კვალიფიკაციას.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №32503 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის 01 იანვრიდან 2022 წლის 01 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების დროს საწარმოს მიერ დადგენილი ფასის საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის და ამ ოპერაციებთან მიმართებაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული ნორმების გამოყენების დადგენის სისწორის, ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირებთან არსებული დებიტორული და კრედიტორული ნაშთების საბაზრო პრინციპებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 26 დეკემბრის №33023 ბრძანება და ამავე თარიღის №006-699 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 614 447 ლარი, მათ შორის, გადასახადი 270 522 ლარი, ჯარიმა 201 461 ლარი, საურავი 142 464 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9); 19; 982; 983.