მოგების რეინვესტირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობის შედეგები N 0506
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მოგების რეინვესტირების დადგენილ ვადაში განუხორციელებლობის შედეგები N 0506
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმომ, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, 2013 წელს მიიღო რეინვესტირების თაობაზე გადაწყვეტილება და შემდგომ წლებში რეინვესტირებისთვის გამოყო 2013 კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული ფინანსური და საგადასახადო მოგება.
შეფასება
· სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
· განსახილველ შემთხვევაში, თუ პირი რეინვესტირებას განახორციელებს სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული 3- წლიანი ვადის დარღვევით, ჩაითვლება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2013 წლის საგადასახადო დეკლარაციაში დაშვებულ იქნა შეცდომა - გაზრდილ იქნა გათავისუფლებული მოგების ოდენობა და შემცირებულ იქნა დასაბეგრი მოგება. შესაბამისად, პირი ვალდებული იქნება, შეიტანოს 2013 წლის საგადასახადო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილება.
ღონისძიებები
· პირი, დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებუ ლი ჯარიმით.
სიტუაციურ სახელმძღვანელოში გათვალისწინებული მიდგომა ვრცელდება ასევე სსკ-ის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეღავათზე
სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2015 წლის 16 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით