N 365 - 06/09/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №365
2012 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:
1. პირველი გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679574539416 {width: 468pt; margin: 0 auto !important; }„1
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის გაცემა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემისა)
20 სამუშაო დღე
10 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
უფასო
400 ლარი
800 ლარი
2 000 ლარი“.
2. 96-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
#assignedTableId-1679574539417 {width: 467.8pt; margin: 0 auto !important; }„96
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა
20 სამუშაო დღე
5 სამუშაო დღე
1 სამუშაო დღე
უფასო
10 000 ლარი
12 000 ლარი“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი