ბრძანება N 15835
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15835
04 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 13 ივნისის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №100820/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 19 მარტის №081-4086 შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას და შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის №16/138 საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის №16/138 საგადასახადო მოთხოვნით განისაზღვრა, რომ --- 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა შპს „-------“-ის მიმართ კრედიტორული დავალიანება 13786.59 ლარის ოდენობით, რის გამოც საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში ვალდებული იყო გადაეხადა აღნიშნული თანხა, ან გადაეცა მის მფლობელობაში არსებული გადასახადის გადამხდელის ქონება. აღნიშნული მოთხოვნის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2023 წლის 15 მაისს როდესაც დაირეგისტრირა უძრავი ქონება მდებარე: ------- (ს/კ -------).
------- და შპს „-------“-ს შორის მართალია არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რის გამოც სადავო საგადასახადო მოთხოვნით მესამე პირის ------- მფლობელობაში არსებულ ქონებაზე მიექცა დავალიანება, თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნების წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ასევე ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენია არანაირი დოკუმენტი საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ფაქტის კონსტატაცია, შპს „-------“-სა და ------- შორის 2016 წლის ხელშეკრულების ნაწილში ხომ არ მომხდარა მხარეებს შორის შეთანხმება, ვალის პატიების, გაქვითვის და ა.შ.
აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნისა და გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის 04 ივლისი 2023 N 15835 მონაცემების მიხედვით, შპს „-------“-ს (ს/ნ -------) 2016 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ვინაიდან შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ქონება ვერ უზრუნველყოფდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას და ------- (ს/ნ -------) 2016 წლის 5 დეკემბრის განცხადების (ID: -------) თანახმად, შპს „-------“-ის (ს/ნ -------) მიმართ უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება 13786.59 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 2016 წლის 29 დეკემბერს გამოიცა №16/138 „საგადასახადო მოთხოვნა“ მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ. საგადასახადო მოთხოვნით ----- (ს/ნ -----) დაეკისრა 13786.59 ლარის შპს „-------“-ს (ს/ნ -------) სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, ან ------- (ს/ნ -------) მფლობელობაში არსებული შპს „-------“-ის (ს/ნ -------) ქონების გადაცემა. საგადასახადო მოთხოვნას ------- (ს/ნ -------) გაეცნო ელექტრონულად 2017 წლის 15 იანვარს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლისა და 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ------- (ს/ნ -------) ქონებაზე 2018 წლის 19 მარტის №081-4086 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, რომელსაც გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2023 წლის 23 მაისს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 23 ივნისის მდგომარეობით „-------“-ს (ს/ნ -------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება ჯამში 54684.11 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა 2018 წლის 19 მარტის №081-4086 გირავნობა/იპოთეკის შეტყობინების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მესამე პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა და მისი ქონებიდან უზრუნველყოს გადასახადის გადახდევინება, თუ გადასახადის გადამხდელის ქონება იმდენად მცირეა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების განხორციელებამ ვერ უზრუნველყო აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან სხვა მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ მესამე პირს აქვს გადასახადის გადამხდელის დავალიანება, რომლის გადახდის ვადაც დამდგარია. მესამე პირის მიერ საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ პირის მიმართ განახორციელოს ამ კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მესამე პირის მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ 2016 წლის 29 დეკემბრის №16/138 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2017 წლის 15 იანვარს.
შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 13 ივნისს.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი აღნიშნულ ნაწილში წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გამოწვევასთან დაკავშირებით, სახეზეა აღნიშნულ ნაწილში საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი 2016 წლის 29 დეკემბრის №16/138 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის შეტყობინებით გავრცელებულ საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას და საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
ვინაიდან შპს ქონება ვერ უზრუნველყოფდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვას და მომჩივანს შპს მიმართ უფიქსირდებოდა კრედიტორული დავალიანება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოიცა „საგადასახადო მოთხოვნა“ მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ, ხოლო 239-ე მუხლისა და 240-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანის შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმების საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მესამე პირზე გადახდევინების მიქცევის შესახებ საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239: 240;