ინვენტარიზაცია N 1722
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ინვენტარიზაცია N 1722
ფაქტობრივი გარემოებები
•საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით ჩატარებული სასაქონლო- მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციით ფაქტობრივი ნაშთები დაფიქსირდა:
მაცივარი-5;
კონდიციონერი-2;
•საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერების თანახმად, ნაშთად ერიცხება: მაცივარი-8; კონდიციონერი -0;
•ვარიანტი 1: საწარმოს შეძენებზე გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები
•ვარიანტი 2: საწარმოს გააჩნია პირველადი საგადასახადო დოკუმენტები მხოლოდ 4 ცალ მაცივარზე
შეფასება
•თუ საქონელი აღრიცხულია სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ან მასზე არსებობს პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, იგი არ ჩაითვლება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად
•პირველ ვარიანტში:
- 3 ცალი მაცივარი ჩაითვლება დანაკლისად;
-2 ცალი კონდიციონერი ექვემდებარება მარაგებში ასახვას. ამასთან, არ ჩაითვლება აღურიცხველობისათვის სამართალდარღვევად
•მე-2 ვარიანტში:
-3 მაცივარი ჩაითვლება დანაკლისად;
-2 ცალი კონდიციონერი ჩაითვლება აღურიცხველად
ღონისძიებები
•პირველ ვარიანტში: 3 ცალი მაცივრის დანაკლისისათვის საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით
•მე-2 ვარიანტში: 3 ცალი მაცივრის დანაკლისისათვის საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით; 2 ცალი კონდიციონერის აღურიცხველობისთვის საწარმო დაჯარიმდბა სსკ-ის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით