ნაპატიები თანხების გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა N 2415

2415 ნაპატიები თანხების გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა - (ძალადაკარგული) 22.11.2011
№ დოკუმენტი 2415
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

ნაპატიები თანხების გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა N 2415

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ 2010 წელს გასცა სესხი არადაქირავებულ რეზიდენტ ფიზიკურ პირებზე სარგებლით. ცალკეულ შემთხვევებში, მსესხებელი ფიზიკური პირის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, საწარმომ პატიების ხელშეკრულების/შეთანხმების საფუძველზე, მსესხებელ ფიზიკურ პირს იმავე წელს უსასყიდლოდ აპატია სესხის ძირითადი თანხის ნაწილი ან/და სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა (ან მისი ნაწილი), აგრეთვე სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობისათვის დარიცხული ჯარიმის/პირგასამტეხლოს თანხა (ან მისი ნაწილი).

· საწარმომ ფიზიკური პირისათვის ნაპატიები თანხა არ დაბეგრა გაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით (არ შეასრულა საგადასახადო აგენტის ფუნქცია).

შეფასება

· 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 218-ე მუხლის მიზნებისათვის, საწარმოს არ ჰქონდა გადასახადის წყაროსთან დაკავების ვალდებულება, შესაბამისად საწარმოს ქმედება მართლზომიერია.

· ფიზიკური პირი ვალდებული იყო თავად მოეხდინა ნაპატიები სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის/პირგასამტეხლოს თანხის მიხედვით დეკლარირება.

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

იგულისხმება, რომ საწარმომ გაზარდა ერთობლივი შემოსავალი უსასყიდლოდ გაცემული ქონების - სესხზე დარიცხული სარგებლის თანხა (ან მისი ნაწილი), სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობისათვის დარიცხული ჯარიმის/პირგასამტეხლოს) თანხით.

ფაქტობრივ გარემოებაში ნაგულისხმევია, რომ ფიზიკურმა პირმა დამოუკიდებლად მოახდინა ნაპატიები თანხის მიხედვით საშემოსავლო გადასახადის დეკლარირება.

სახელმძღვანელო ვრცელდება 2011 წლამდე საგადასახადო პერიოდებზე