N 326 - 16/10/2015 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 04 აგვისტოს №248 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ბრძანებაში ცვლილება 16.10.2015
№ დოკუმენტი 326
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №326

2015 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 04 აგვისტოს №248 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 04 აგვისტოს №248 ბრძანების (სსმ, ვებგვერდი, 200090000.22.033.016787, 07.08.2015წ.) მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 20 ოქტომბრიდან.“ .

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური