N 4958-IIს - 13/04/2016 -საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს − „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი,13 აპრილი 2016 წ.
N4958-IIს