N 198 - 03/05/2011 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №198
2011 წლის 3 მაისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:
1. 29-ე გრაფა ამოღებულ იქნეს.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 82-ე გრაფა:
#assignedTableId-1678784186665 {width: 497.25pt; margin: 0 auto !important; }„82
საქონლის საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთამდე პირის მიერ ASYCUDA-ს მეშვეობით რეგისტრირებული დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე და 75-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)
3000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 100 ლარი;
3 000-დან15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 200 ლარი;
15 000 ლარისზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური