საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები N 0905
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საქვეანგარიშოდ გაცემული თანხები N 0905
ფაქტობრივი გარემოებები
· საწარმოს საქვენგარიშოდ დირექტორზე გაცემული აქვს 30 000 ლარი, რომლის დაბრუნებასაც სალაროში ყოველი თვის ბოლოს ბუღალტრული გატარებით აჩვენებს, ხოლო მომდევნო დღეს მიზნობრიობის დასაბუთების გარეშე კვლავ ანგარიშვალდებულ პირზე გაწერს იმავე ან მეტი ოდენობით თანხას
· საწარმოში ფულის ფაქტიური დაბრუნების დამატებითი მტკიცებულება (მაგალითად, გადარიცხვა, ინკასირება და სხვა) არ არსებობს
· საწარმო საქვეანგარიშოდ დირექტორის მიერ გატანილ თანხებს არ განიხილავს დაქირავებული პირის (დირექტორის) სარგებლად
შეფასება
· შინაარსის გათვალისწინებით სსკ-ის 73-ე (ძვ. 104-ე) მუხლის საფუძველზე ზემოაღნიშნული ოპერაცია განხილულ უნდა იქნეს, როგორც დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის გაცემული უპროცენტო სესხი, ხოლო პროცენტის სახით მიღებული სარგებელი საწარმოსათვის განიხილება დაქირავებულისათვის გაცემულ ხელფასად
· საწარმოს აღნიშნული სარგებლის თანხა უნდა ჩაერთო შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში
· საწარმო ვალდებული იყო წყაროსთან დაეკავებინა გადასახადი ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხიდან
ღონისძიებები
· საწარმოს დამატებით დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი
· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
2008 წლამდე საგადასახადო პერიოდზე პირს დაერიცხება კუთვნილი სოციალური გადასახადი.
საწარმოს უნდა გაეზარდოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვები სარგებლიდან გამომდინარე ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობით, (2008 წლამდე საანგარიშო პერიოდში ხარჯში გაითვალისწინება დარიცხული სოციალური გადასახადიც).
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც