2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და 2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება № 349
30 დეკემბერი 2025
2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის
გამოანგარიშების მიზნისათვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე და
2404 11 000 00 და 2402 10 000 02 კოდებში მითითებულ საქონელზე საცალო
სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 112-ე მუხლის 78-ე, 79-ე და მე-80 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე/უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებულ, წვის პროცესის გარეშე ინჰალაციისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე, თამბაქოს ან „აღდგენილი“ თამბაქოს შემცველობით, 20 ცალზე/20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №1-ის შესაბამისად.
2. 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 10 000 02 კოდში მითითებული საქონლის 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი დანართი №2-ის შესაბამისად.
3. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისთვის ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7).
ლაშა ხუციშვილი
მინისტრი