ერთობლივი შემოსავალი N 2135
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
ერთობლივი შემოსავალი N 2135
ფაქტობრივი გარემოებები
· შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ ნაღდი ფულით განხორციელებულმა შეძენების ღირებულებამ გადააჭარბა მის განკარგულებაში არსებულ ფულად სახსრებს, ამასთანავე საწარმოს კრედიტორული დავალიანება არ ერიცხება
· საწარმო საერთოდ არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას, გააჩნია მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია
შეფასება
· მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სსკ-ის 73-ე (ძვ. 104-ე) მუხლის საფუძველზე საზოგადოების მიერ ნაღდი ფულით განხორციელებულ შეძენების ღირებულებასა და მიღებულ ფულად სახსრებს შორის სხვაობით უნდა გაიზარდოს საწარმოს ერთობლივი შემოსავალი
ღონისძიებები
· საწარმოს დაუკორექტირდება დასაბეგრი მოგება. დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად
მოცემულობაში იგულისხმება, რომ არ დგინდება სხვა პირის მიერ საწარმოსათვის ფულადი სახსრების უსასყიდლოდ გადაცემის ფაქტი
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 5 სექტემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით