N 13 - 21/01/2026 - „სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №13
2026 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსისთვის, საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილისა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 1 დეკემბრის №394 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/12/2022, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.033.017634) შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართით („ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები“) გათვალისწინებული „საბაჟო დეპარტამენტის სამმართველოების და საბაჟო ლაბორატორიის“ მე-5 – მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამმართველოს მთავარი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის მთავარი აუდიტორი, სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამმართველოს მთავარი ინჟინერი, სამმართველოს კინოლოგ-ოფიცერი, სამმართველოს მთავარი კინოლოგ-ინსტრუქტორი, საბაჟო ლაბორატორიის მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების მთავარი ფიტოსანიტარი – კაპიტანი.
6. სამმართველოს უფროსი მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს წამყვანი ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის უფროსი აუდიტორი, სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს წამყვანი ინჟინერი, სამმართველოს უფროსი კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების უფროსი სანიტარი, სამმართველოს განყოფილების უფროსი ფიტოსანიტარი – უფროსი ლეიტენანტი.
7. სამმართველოს მებაჟე-ოფიცერი, სამმართველოს ანალიტიკოსი, სამმართველოს გაშვების შემდგომი კონტროლის აუდიტორი, სამმართველოს სპეციალისტი, სამმართველოს კინოლოგ-ინსტრუქტორი, სამმართველოს განყოფილების ანალიტიკოსი, სამმართველოს განყოფილების ვეტერინარი, სამმართველოს განყოფილების სანიტარი, სამმართველოს განყოფილების ფიტოსანიტარი – ლეიტენანტი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ დუნდუა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე