N 145 - 27/03/2018 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 27.03.2018
№ დოკუმენტი 145
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №145

2018 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების 115 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 116 მუხლი:

„116. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 104-ე და 105-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია საქონლის ტრანზიტი.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 103-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 104-ე – 120-ე გრაფები:

 

#assignedTableId-1679721953076 {width:405.6pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„104

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმება

 

30 ლარი

 

105

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის დოკუმენტური შემოწმება

 

30 ლარი

 

106

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იდენტურობის შემოწმება

 

30 ლარი

 

107

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იდენტურობის შემოწმება

 

30 ლარი

 

108

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლი

 

40 ლარი

 

109

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ფიზიკური შემოწმება ნიმუშის აღების გარეშე

 

40 ლარი

 

110

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ფიზიკური შემოწმება ნიმუშის აღებით (გარდა 113-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

90 ლარი

 

111

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის აღება (გარდა 112-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

50 ლარი

 

112

ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის განმეორებით აღება

 

100 ლარი

 

113

ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლიდან ნიმუშის განმეორებით აღება

 

100 ლარი

 

114

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა 115-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

100 ლარი

 

115

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება

 

200 ლარი

 

116

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ან მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება (გარდა 117-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

100 ლარი

 

117

სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების ან მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება

 

200 ლარი

 

118

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების მხოლოდ დოკუმენტური შემოწმება

 

50 ლარი

 

119

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების დოკუმენტური, იდენტურობის და ფიზიკური შემოწმება

 

150 ლარი

 

120

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი/რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება

 

100 ლარი“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი