დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შესახებ მრავალმხრივი კონვენციის საფუძველზე წარდგენილი დათქმები და შეტყობინებები
📄 სრული ტექსტი
ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.
დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის აღკვეთის მიზნით
საგადასახადო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ცვლილებების შეტანის შესახებ
მრავალმხრივი კონვენციის საფუძველზე წარდგენილი
დათქმები და შეტყობინებები
საქართველო
დათქმებისა და შეტყობინებების ჩამონათვალის სტატუსი ხელმოწერის მომენტისთვის
იმ იურისდიქციისათვის, რომელიც წარადგენს პირობით ჩამონათვალს :
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მიერ გაკეთებული დათქმებისა და შეტყობინებების პირობით ჩამონათვალს კონვენციის 28(7) და 29(4) მუხლების შესაბამისად. 1
მუხლი 2 - ტერმინთა განმარტება
შეტყობინება - კონვენციის გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებები
კონვენციის 2(1)(a)(ii) მუხლის თანახმად, საქართველო სურვილს გამოთქვამს ქვემოთ ჩამოთვლილ შეთანხმებებზე გავრცელდეს კონვენციის მოქმედება:
1იურისდიქციამ, რომელიც ხელმოწერის დროს წარადგენს პირობით ჩამონათვალს, რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის დეპონირების დროს უნდა წარადგინოს საბოლოო ჩამონათვალი. ამგვარი იურისდიქცია ასევე წარადგენს ინფორმაციას პირობით ჩამონათვალში შეტანილი რაიმე სახის ცვლილებების შესახებ.
მუხლი 3 - გამჭვირვალე ერთეულები
დათქმა
კონვენციის 3(5)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას მე-3 მუხლის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 4 - ორმაგი რეზიდენტობის მქონე ერთეულები
დათქმა
კონვენციის 4(3)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას მე-4 მუხლის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 6 - გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმებების მიზანი
შეტყობინება არასავალდებულო დებულების არჩევის შესახებ
კონვენციის 6(6) მუხლის თანახმად, საქართველო ირჩევს 6(3) მუხლის გამოყენებას.
შეტყობინება ჩამოთვლილ შეთანხმებებში არსებული პრეამბულის რედაქციის შესახებ
კონვენციის 6(5) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ ქვემოთ მოყვანილ შეთანხმებებზე არ ვრცელდება 6(4) მუხლის დათქმა და ის მოიცავს პრეამბულას, რომელიც შეესაბამება 6(2) მუხლის რედაქციას. შესაბამისი პრეამბულის რედაქცია ასახულია შემდეგ ცხრილში.
2პრეამბულა დაემატება პრეამბულა ცალკე პუნქტის სახით. როდესაც შესაბამისი პრეამბულის რედაქცია ასევე მოიცავს ტექსტს, რომელსაც არ მოიცავს 6(2) მუხლი (უმნიშვნელო ცვლილებების გამოკლებით), მაშინ თითოეულ იურისდიქციას შეუძლია აღნიშნულის დაზუსტება აღნიშნულის ტექსტის ფრჩხილებში ჩასმის მეშვეობით (მოყვანილი მაგალითის შესაბამისად) იმგვარად, რომ ის არ შეიცვლება 6(1) მუხლის საფუძველზე.
შეტყობინება ჩამოთვლილ იმ შეთანხმებებზე, რომელიც არ მოიცავს პრეამბულას
კონვენციის 6(6) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილ შეთანხმებებში არსებული პრეამბულა არ მოიცავს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა ან საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე მითითებას. 3
მუხლი 7 - საგადასახადო ხელშეკრულების ბოროტად გამოყენების აღკვეთა
შეტყობინება ჩამოთვლილ შეთანხმებებში არსებული დებულებების შესახებ
კონვენციის 7(17)(a) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შეთანხმებებზე არ ვრცელდება 7(15)(b) მუხლის დათქმა და ის მოიცავს 7(2) მუხლში მოყვანილ დებულებას. თითოეული ამგვარი დებულების მუხლის და პუნქტის ნომერი მოყვანილია ქვემოთ. 4
3აღნიშნულ შეტყობინებას წარადგენს ის იურისდიქცია, რომელსაც არჩეული აქვს 6(3) მუხლის გამოყენება.
მუხლი 8 - დივიდენდების გაცემა
დათქმა
კონვენციის 8(3)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-8 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 9 – აქციების გასხვისებით ან უმეტესად უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ერთეულებში წილების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავალი
დათქმა
ამ კონვენციის 9(6)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს 9(1) მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 10 - მესამე იურისდიქციაში მდებარე მუდმივი დაწესებულების ბოროტად გამოყენების აღკვეთის წესები
დათქმა
ამ კონვენციის 10(5)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-10 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
4 აღნიშნულ შეტყობინებას წარადგენს ის იურისდიქცია, რომელსაც არ გააჩნია დათქმა 7(15)(ა) მუხლის თანახმად.
მუხლი 11 - საგადასახადო შეთანხმებების გამოყენება, მხარის მიერ თავიანთი რეზიდენტების დაბეგვრის უფლების შეზღუდვის მიზნით
დათქმა
ამ კონვენციის 11(3)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-11 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 12 - მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება კომისიის სქემების და მსგავსი სტრატეგიების მეშვეობით
ამ კონვენციის 12(4) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-12 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 13 - მუდმივი დაწესებულების სტატუსის ხელოვნურად არიდება ცალკეული საქმიანობების გათავისუფლების მეშვეობით
დათქმა
ამ კონვენციის 13(6)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-13 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.
მუხლი 14 - კონტრაქტების დანაწევრება
ამ კონვენციის 14(3)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-14 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ თავის შეთანხმებებზე.
მუხლი 15 - საწარმოსთან დაახლოვებული პირის განმარტება დათქმა
ამ კონვენციის 15(2) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას არ გაავრცელოს მე-15 მუხლის მოქმედება გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელთა მიმართ მოქმედებს 12(4) მუხლის, 13(6) მუხლის (a) ან (c) ქვეპუნქტების და 14(3)(a) მუხლის დათქმები. 5
მუხლი 16 - ურთიერთშეთანხმების პროცედურა
შეტყობინება ჩამოთვლილ შეთანხმებებში არსებული დებულებების შესახებ
ამ კონვენციის 16(6)(a) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ შემდეგი შეთანხმებები შეიცავს 16(4)(a)(i) მუხლით გათვალისწინებულ დებულებას. ქვემოთ მოცემულია თითოეული ასეთი დებულების მუხლის და პუნქტის ნომერი. 6
5ამ დათქმის გაკეთება შეუძლია იურისდიქციას, რომელმაც გააკეთა დათქმა მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით, მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის (a) ან (c) ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დათქმა. სხვა სიტყვებით, მისი გაკეთება შეეძლებად მხოლოდ იმ იურისდიქციებს, რომლებმაც უარი თქვეს მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის და აგრეთვე მე-14 მუხლის პირველი პუნქტის გამოყენებაზე.
6ეს შეტყობინება უნდა გაკეთდეს იმ იურისდიქციის მიერ, რომელსაც არ გაუკეთებია მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დათქმა.
ამ კონვენციის 16(6)(b)(ii) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ შემდეგი შეთანხმებები შეიცავს დებულებას, რომელიც ითვალისწინებს, რომ 16(1) მუხლის პირველ წინადადებაში ხსენებული საქმე უნდა იქნეს წარმოდგენილი დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელიც შეადგენს გავრცელების სფეროში შემავალი შეთანხმების დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სულ მცირე სამ წელიწადს. ქვემოთ მოცემულია თითოეული ასეთი მუხლისა და პუნქტის ნომერი. 7
7ეს შეტყობინება უნდა გაკეთდეს იმ იურისდიქციის მიერ, რომელსაც არ გაუკეთებია მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებული დათქმა.
შეტყობინება ჩამოთვლილ შეთანხმებებზე, რომელიც არ მოიცავს აღნიშნულ დებულებებს
კონვენციის 16(6)(с)(ii) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი შეთანხმება არ მოიცავს 16(4)(b)(ii) მუხლში მოყვანილ დებულებას. 8
კონვენციის 16(6)(d)(ii) მუხლის თანახმად, საქართველო მიიჩნევს, რომ ჩამოთვლილი შეთანხმებები არ მოიცავს 16(4)(c)(ii) მუხლში მოყვანილ დებულებას.
მუხლი 17 - შესაბამისი კორექტირება
დათქმა
კონვენციის 17(3)(a) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას მე-17 მუხლის მოქმედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე, რომელიც უკვე მოიცავს 17(2) მუხლში მოყვანილ დებულებას. ქვემოთ მოყვანილი შეთანხმებები მოიცავს დებულებებს, რომელზეც ვრცელდება დათქმა.
8 აღნიშნულ შეტყობინებას გააკეთებს ის იურისდიქცია, რომელსაც არ გაუკეთებია 16(5)(c) მუხლის დათქმა.
მუხლი 35 - ამოქმედება
დათქმა
კონვენციის 35(6) მუხლის თანახმად, საქართველო იტოვებს უფლებას 35(4) მუხლის მომედება არ გაავრცელოს გავრცელების სფეროში შემავალ მის შეთანხმებებზე.