გადაწყვეტილება №18923/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18923/2/2023
7.04.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ --------- )
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მომჩივანის 21.02.2023 და 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №18923/2/2023; №19107/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებაზე უარის მართლზომიერება;
2. ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №21-17/105087 გადაწყვეტილება;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5991 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ
ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2294 ბრძანება;
4. შემოსავლების სამსახურის 21.02.2023 წლის №3164 ბრძანება.
პროცედურული გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს"-------" (ს/ნ "-------") აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამო შპს "-------"(ს/ნ "-------"), როგორც თავდების, საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ №--------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 16 აგვისტოს მომზადებული ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების ს/კ № ------- მესაკუთრე არის შპს "-------" (ს/ნ "-------") (2020 წლიდან ახალი სახელწოდებით შპს "-------"(ს/ნ "-------")) საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2019 წლის 30 აგვისტო. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 30.08.2019 წ., საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
ამავე ამონაწერის თანახმად №"-------"საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ფიქსირდება შპს "-------" (ს/ნ "-------") (2020 წლამდე სახელწოდებით შპს "-------" (ს/ნ "-------") მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი (ს/ნ --------).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად №-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დაფიქსირდება შპს "-------"(ს/ნ "-------") (2020 წლამდე სახელწოდებით შპს"-------" (ს/ნ "-------")) მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
2022 წლის 27 ოქტომბერს მომჩივანის (ს/ნ ------- ) მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ იქნა №------- განცხადება, რომლითაც ითხოვდა №-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გავრცელებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმებას.
გადამხდელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და განმცხადებელს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №21-17/105087 წერილით განემარტა, რომ №-------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გაუქმდება შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") მიერ ნაკისრი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №21------- გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.02.2023 წლის №2294 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა
ასევე, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 29 დეკემბრის №011-5991 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივანის (ს/ნ --------) საკუთრებაში არსებულ №--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთულ ქონებას.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №011-5991 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.02.2023 წლის №3164 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2294 და 21.02.2023 წლის №3164 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გაუქმებაზე უარის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №--------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი (ს/ნ --------). საკუთრების უფლების რეგისტრაციის თარიღია 2021 წლის 25 ოქტომბერი. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია შეთანხმება ბინის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, დამოწმების თარიღი: 22.10.2021 წ. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე კვლავ გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ამავე ამონაწერის თანახმად №------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კვლავ დაფიქსირდება შპს "-------"-ის (ს/ნ "-------") (2020 წლამდე სახელწოდებით შპს "-------" (ს/ნ "-------") მიმართ 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 239-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 265-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის 7 აპრილს შპს "-------"(ს/ნ "-------") დაუმტკიცდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (ID:------- გადაწყვეტილება).
ამავდროულად, სსიპ შემოსავლების სამსახურსა და შპს"-------"-ს შორის გაფორმებულ იქნა №2020-1323.1 ხელშეკრულება თავდებობის შესახებ, რომლითაც თავდებმა, შპს "-------"-მა იკისრა შპს"-------"-ს საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე, დადგენილ ვადაში, არ გადაიხდიდა დაკისრებულ თანხას/სანქციას.
თავდებობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 215 333.27 ლარით. შპს "-------"-მ დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმება, თუმცა 2020 წლის 25 აგვისტოს ID:8297947 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მას მეორედ გაუფორმდა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე შეთანხმება. ამ უკანასკნელის ფარგლებში სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოამზადა ახალი თავდებობის ხელშეკრულება, 2020 წლის 25 აგვისტოს №2020-4110.1 შეთანხმება, რომელსაც ხელს აწერს, არა შპს "-------"-ის, არამედ შპს"-------"-ს წარმომადგენელი "-------" . საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის პირველი სექტემბრის მინდობილობითაც დგინდება, რომ ნიკოლოზ ოთიაშვილს მხოლოდ შპს "-------"-ს სახელით მოქმედების უფლება ჰქონდა მინიჭებული. მოგვიანებით, შპს "-------"-მ აღნიშნული შეთანხმებაც დაარღვია. თუმცა 2021 წლის 17 აგვისტოს შპს "-------"-ს და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 ივლისის №1166 განკარგულების საფუძველზე, გაფორმებულ იქნა საგადასახადო შეთანხმება №ა/490-21, რომლითაც დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 126 151.71 ლარით. თანხა გადახდილი უნდა ყოფილიყო 2021 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს დაეკისრებოდა არა მხოლოდ სრული დავალიანების დაფარვა, არამედ საკმაოდ სოლიდური სანქცია. რაც შეეხება შპს "-------"-ის ნებას, მოცემული ხელშეკრულების გაფორმებისას, ისევე როგორც წინამორბედი 2020 წლის 25 აგვისტოს თვის თავდებობის შეთანხმების შემთხვევაში, არ ყოფილა გამოხატული. ამდენად, შპს "-------"-ის თანხმობა, შპს "-------"-ს დავალიანების გადახდის თაობაზე, გამოხატული იქნა მხოლოდ 2020 წლის 7 აპრილის თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს. ამ მომენტიდან გასულია თითქმის სამი წელი და ამ სამი წლის განმავლობაში შპს "-------"-ის ინფორმირება და მისი პოზიციის დაფიქსირება, შპს "-------"-ს საქმიანობის, დავალიანების ოდენობის, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და პირობების, სანქციების, საურავების და სხვათა თაობაზე, არავის მოუხდენია. თუკი მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, შპს "-------" მაინც თავდები იყო (რაც რა თქმა უნდა, ასე არ ყოფილა), შესაძლოა მას მზადყოფნაც კი გამოეხატა მითითებული თანხის დასაფარად 2021 წლის ბოლომდე, რათა შემდგომ არ წარმოშობოდა სამჯერ მეტი თანხის გადახდის ვალდებულება, როგორც თავდებს. მისთვის, არც შეუთავაზებიათ ამ თანხის გადახდა, შესაბამისად, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, შპს დუქს დადიანი არ წარმოადგენს სხვა პირის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებელ პირს. ამასთან, ვინაიდან, №"-------" საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი შპს"-------"-ის მიერ გასხვისებული იქნა მომჩივანზე ამდენად, სადავო აქტები ეხება მომჩივანის საკუთრებაში არსებულ ქონებას და აქედან გამომდინარე, ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესებს.
მომჩივანი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 16 ნოემბრის №21-17/105087 გადაწყვეტილების გაუქმებას და №--------საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საგადასახდო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის მოხსნას.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის 2021 წლის 25 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების ს/კ №--------- ახალ მესაკუთრედ ფიქსირდება მომჩივანი (ს/ნ -------- ) და საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად ახალი მფლობელის ქონებაზე გავრცელებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია მართლზომიერად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონებაზე ყადაღის დადების მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 2022 წლის 29 დეკემბრის №011-5991 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებით, ყადაღა დაედო მომჩივანის (ს/ნ ---------) საკუთრებაში არსებულ №--------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, 2020 წლის 16 აპრილის №006-13140 საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებით დატვირთულ ქონებას.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-5 ნაწილით, 238-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილებით, 241-ე მუხლით, 239-ე მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ №--------) მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ვალის მართვის დეპარტამენტის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სადავო ბრძანების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან, სადავო აქტები ეხება მომჩივანის საკუთრებაში არსებულ ქონებას და აქედან გამომდინარე, ზიანს აყენებს კომპანიის ინტერესებს, მომჩივანი ითხოვს, ვალის მართვის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №011-5991 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დააყადაღოს ვალდებული პირის ქონება.
საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1 ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ვინაიდან, მომჩივნის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, საბჭოს მიაჩნია რომ საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ყადაღის დადების შესახებ აქტი გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.