N 108 - 28/03/2023 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 28.03.2023
№ დოკუმენტი 108
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №108

2023 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“) III ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ჰ5– ჰ7 “ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ5) 67-ე უჯრაში – ნაღდი ფულის ნაშთი საანგარიშო თვის ბოლოსთვის, გარდა ამავე პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტში მითითებული თანხისა;

ჰ6) 68-ე უჯრაში – ანგარიშვალდებული პირების მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე ან/და სალაროში დაუბრუნებელი თანხები საანგარიშო თვის ბოლოსთვის;

ჰ7) 69-ე უჯრაში – 68-ე უჯრაში გათვალისწინებულ ანგარიშვალდებულ პირთა რაოდენობა.“.

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე