სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობა N 2304

2304 სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობა - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 2304
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სააღრიცხვო დოკუმენტაციის არარსებობა N 2304

ფაქტობრივი გარემოებები

•გადამხდელს არ გააჩნია საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია. საერთოდ არ არის ნაწარმოები ბუღალტერია

•გადამხდელის საქმიანობაზე ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ზოგადი ანალიტიკური პროცედურები, მოპოვებულ იქნა სხვადასხვა დოკუმენტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია გაანალიზდეს შემოსავლები და ხარჯები

შეფასება

•სსკ-ის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, სგადასახადო ორგანოს უფლება აქვს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღღიცხვო დოკუმენტაციის უქონლობის გამო, დამოუკიდებლად განსაზღვროს საგადასახადო ვალდებულების მოცულობა

•სსკ-ის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თუ გადამხდელი არ წარმოადგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაარიცხოს მას გადასახადიმის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე

•საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სსკ-ის 104-ე მუხლის საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები დაარიცხოს გადასახადის გადამხდელს არსებული მასალების საფუძველზე შესაბამისი ფაქტებისა და გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირი და არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით

ღონისძიებები

•შეფასებაში აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, განხორციელდება გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და შესაბამისი საგადასახადო სანქციების დაკისრება