დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2312
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2312
ფაქტობრივი გარემოებები
•საწარმომ 2009 წლის იანვარში დღგ-ის დეკლარაციაში დაადეკლარირა ზედმეტად გადახდილი (ჩასათვლელი) თანხა 20 000 ლარის ოდენობით
•ვარიანტი 1: საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენდა 5 000 ლარს
•ვარიანტი 2: პირს დაუფიქსირდა გადასახდელი დღგ 30 000 ლარის ოდენობით
შეფასება
•პირველ ვარიანტში გაზრდილია ჩასათვლელი თანხა
•მე-2 ვარიანტში, სახეზეა დეკლარაციაში დღგ-ის შემცირება
ღონისძიებები
•პირველ ვარიანტში, უნდა დაკორექტირდეს (შემცირდეს) ჩასათვლელი თანხა, ამასთან პირს არ დაეკისრება სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია, ვინაიდან ადგილი არ ჰქონია მის მიერ გადასახადის თანხის შემცირებას
•მე-2 ვარიანტში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ანუ გადასახდელი დღგ-ის - 30 000 ლარის - 75%-ის ოდენობით - 22 500 ლარით და შემოწმების მასალები გადაეგზავნება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, ვინაიდან შემცირებული თანხა აღემატება 25 000 ლარს