რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2317
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის განხორციელება N 2317
ფაქტობრივი გარემოებები
· დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ განიცადა რეორგანიზაცია და მის ბაზაზე შეიქმნა 2 დამოუკიდებელი იურიდიული პირი: შპს "ა" და შპს "ბ"
· რეორგანიზაცია დასრულდა 2017 წლის 17 იანვარს. შპს "ა"-სა და შპს "ბ"-ს არ მიუმართავთ საგადასახადო ორგანოსათვის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მოთხოვნით
· საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს "ა"-ს 2017 წლის 28 იანვრიდან 10 მარტამდე განხორციელებული აქვს დღგ-ით დასაბეგრი 12 000 ლარის ოპერაცია, ხოლო შპს "ბ"-ს მიერ დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების ფაქტი არ დგინდება
შეფასება
· შპს "ა" და შპს "ბ" ვალდებულნი იყვნენ საგადასახადო ორგანოში წარედგინათ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით განცხადება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებამდე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, არა უგვიანეს 10 დღისა
· სახეზეა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტი ორივე შპს-ს მხრიდან
ღონისძიებები
· შპს "ა"-ს დაერიცხება დღგ-ში ძირითადი გადასახადის სახით 2 160 ლარი (12 000 ლარი X 18%) და ჯარიმა რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის სსკ-ის 282-ე მხულის პირველი ნაწილის საფუძველზე - გადასახადის თანხის 5%- ის ოდენობით (2 160 ლარი X 5%)
· შპს "ა"-ს დაეკისრება სსკის 274-ე მუხლით გათვალისიწინებული სანქცია დეკლარაციის წარუდგენლობისათვის
· შპს "ბ"-ს არ დაეკისრება სსკ-ის 274-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებული სანქციები, ვინაიდან მის მიმართ არ დგინდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების განხორციელების ფაქტი
სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება 2021 წლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე