საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №50
2013 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის მე-4, მე-18, მე-20 და 23-ე ნაწილების შესაბამისად:
მუხლი 1
საქართველოში სამოქმედოდ იქნეს დაშვებული ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტები.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №270 - ვებგვერდი, 22.08.2024წ.
მუხლი 2
საქართველოში აღიარებულ იქნეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებსა და ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობის ასოციაციის (The European co-operation for Accreditation (EA)) მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებში უფლებამოსილი/აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №270 - ვებგვერდი, 22.08.2024წ.
მუხლი 3
ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებიდან იმპორტირებული და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის შესაბამისად რეგულირებულ სფეროს მიკუთვნებული ის პროდუქტი, რომელსაც აქვს ამავე ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტები და ნიშანდება, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს ბაზარზე განთავსდეს შეზღუდვებისა და დამატებითი (განმეორებითი) შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №270 - ვებგვერდი, 22.08.2024წ.
მუხლი 4
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №45 დადგენილება.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი მარტიდან.
ბიძინა ივანიშვილი
პრემიერ-მინისტრი
დანართი
(ამოღებულია)
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №270 - ვებგვერდი, 22.08.2024წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე