დივიდენდის დაბეგვრის პერიოდის ცვლილება N 0111

0111 დივიდენდის დაბეგვრის პერიოდის ცვლილება 12.08.2016
№ დოკუმენტი 0111
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დივიდენდის დაბეგვრის პერიოდის ცვლილება N 0111

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს უფლებამოსილმა პირმა საგადასახადო შემოწმების შესახებ საგადასახადო ორგანოს შეტყობინება ჩაიბარა 2015 წლის 2 დეკემბერს. შეტყობინება ითვალისწინებს ამავე წლის 1 ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდის შემოწმებას

· საწარმოს 2014 წლის ივნისის თვეში და შემდგომ პერიოდებში მიმდინარე ხარჯების დასაფარად მოზიდული აქვს დამატებითი ფულადი სახსრები სხვადასხვა პირებისაგან. ამასთან, 2014 წლის ივნისიდან დივიდენდის გაცემამდე პერიოდში, საწარმოს სალაროში უფიქსირდება ფულადი სახსრების მინიმალური უძრავი ნაშთი 100 000 ლარი და 110000 ლარის გაუნაწილებელი მოგება

· ვარიანტი I საწარმომ 2014 წლის ივნისის თვეში დივიდენდის სახით გაცემული თანხა 100 000 ლარი, განაცემად აჩვენა 2015 წლის სექტემბრის თვეში და დაბეგრა სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად

· ვარიანტი II საწარმომ 2015 წლის 30 ნოემბერს დივიდენდის სახით გაცემულად აჩვენა 100000 ლარი და დაბეგრა სსკ-ის 130-ე მუხლის შესაბამისად

· საწარმოს ხელმძღვანელმა შემმოწმებელს წარუდგინა საწარმოს პარტნიორთა ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა 2014 წლის ივნისის თვეში სალაროში არსებული ნაშთის (სალაროში არსებული მინიმალური უძრავი ნაშთი წარმოადგენს რეალურად გაცემულ დივიდენდს) დივიდენდად განხილვის თაობაზე

შეფასება

· ორივე ვარიანტში: პარტნიორ ფიზიკურ პირებზე 100 000 ლარის დივიდენდის სახით განაცემი, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გაცემულად ჩაითვლება 2014 წლის ივნისის თვეში

· ორივე ვარიანტში: პირი ვალდებული იყო 2014 წლის ივნისის თვეში დაებეგრა დივიდენდის სახით განაცემი - 100000 ლარი და სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად, ამავე პერიოდისათვის წარედგინა დეკლარაცია დაკავებული გადასახადის შესახებ

· I ვარიანტში: ვინაიდან დივიდენდის სახით განაცემი - 100 000 ლარი საწარმოს მიერ დაბეგრილია შესამოწმებელ პერიოდში, აღნიშნული თანხით 2014 წლის ივნისის თვეში გადასახადის შემცირება განიხილება საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) ცვლილებად

ღონისძიებები

· I ვარიანტი: 2014 წლის ივნისის თვეში, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 10%-ის ოდენობით

· II ვარიანტი: 2014 წლის ივნისის თვეში, გადასახადის შემცირების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 50%-ის ოდენობით