N 1148-VIმს-Xმპ - 16/12/2021 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 16.12.2021
№ დოკუმენტი 1148-VIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,16 დეკემბერი 2021 წ.

N1148-VIმს-Xმპ