გადაწყვეტილება №19735/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.07.2023
№ დოკუმენტი 19735/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№19735/2/2023

14 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: „----------“ (პ/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 22.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19735/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.03.2021 წლის №EL131980 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 2. საბაჟო დეპარტამენტის 30.03.2021 წლის №EL133903 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 3. საბაჟო დეპარტამენტის 22.11.2020 წლის №EL121438 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 4. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10242 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 5. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10248 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 6. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10250 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 7. საბაჟო დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №ELC10246 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი; 8. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7836 ბრძანება; 9. შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7837 ბრძანება; 10.შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7838 ბრძანება; 11.შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7840 ბრძანება; 12.შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7841 ბრძანება; 13.შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7870 ბრძანება; 14.შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7871 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა 30.03.2021 წლის №EL133903; 22.11.2020 წლის №EL121438 და 29.12.2021 წლის №ELC10242; №ELC10248; №ELC10250 და №ELC10246 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც 3.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის 10.04.2023 წლის №7837; №7838; №7840; №7841; №7870; №7871 ბრძანებებით, საჩივრები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ გამოიცა 22.03.2021 წლის №EL131980 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 3.04.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 10.04.2023 წლის №7836 ბრძანებთ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7836; №7837; №7838; №7840; №7841; №7870; №7871 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივრები წარმოდგენილია გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 24.03.2021 წლის №8546 ბრძანებით გაუქმდა 22.03.2021 წლის №EL131980 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებებს და თვლის, რომ ისინი ბათილად უნდა იქნას ცნობილი, შემდეგ გარემოებათა გამო:

2023 წლის მარტში გავიგე, რომ ქონებაზე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებით, დადებულია ყადაღა და სასამართლო იწყებს ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვას. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა საგადასახადო ორგანოს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე შესასვლელი რეკვიზიტები. როგორც გვერდზე შესვლის შემდეგ გაირკვა, ერიცხება დავალიანება, რომელსაც არ ეთანხმება რადგან ეს დავალიანება არ ეკუთვნის. საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულია თანხები ისეთ სამეწარმეო ხასიათის მოქმედებაზე, რომელიც არ განუხორციელებია და შესაბამისად არც ეკუთვნის. ასრულებდა მიმნდობი პირის „----------“ დავალებას. (მინდობილობა №----------, 28.09.2017წ.) შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები ეკუთვნის ამ პიროვნებას.

არ ფლობს ქართულ ენას და ფიქრობდა, რომ საბუთები რომელსაც ხელს აწერდა - იწერებოდა მისი მარწმუნებლის სახელზე და ის იხდიდა გადასახადებს. ასე ფიქრობდა დღემდე, რადგან მთელი ეს წლები არასოდეს არავინ დაკავშირებია და გადასახადის გადახდა არ მოუთხოვია. ამასთან, სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია დაუსწრებლად, მისი მონაწილეობის გარეშე და მისი ჩაბარებისათვის არანაირი მცდელობა, საგადასახადო ორგანოს არ განუხორციელებია. შედგენილი ყოფილა 100 (ასი) სამართალდარღვევაზე მეტი ოქმი და 46 (ორმოცდაექვსი) საგადასახადო მოთხოვნაზე მეტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 24.03.2021 წლის №8546 ბრძანებით გაუქმდა 22.03.2021 წლის №EL131980 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.

ვინაიდან სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გაუქმებულია და შესაბამისად არ არსებობს დავის საგანი საბჭოს მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის №7836 ბრძანება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახდო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა ადრესატს პირადად;

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

საბაჟო დეპარტამენტის 27.06.2023 წლის №----------21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მომჩივანი მის მიმართ შედგენილ 30.03.2021 წლის №EL133903 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს გაეცნო 31.03.2021 წელს, 22.11.2020 წლის EL121438 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი იმავე დღეს ჩაბარდა ხელზე, ხოლო 29.12.2021 წლის №ELC10242; №ELC10250; №ELC10248; №ELC10246 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს გაეცნო 18.02.2022 წელს.

საჩივრები შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 3.04.2023 წელს, გასაჩივრების 30 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

მომჩივნის არ წარმოადგენს არგუმენტს/მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. ამდენად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის; №7837; №7838; №7840 №7841; №7870; №7871 ბრძანებები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის ვადა;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არ არსებობს დავის საგანი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან, საჩივრები წარმოდგენილია გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარმოუდგენია პოზიცია/მტკიცებულება გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევის თაობაზე, სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველი. ამასთან საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 24.03.2021 წლის №8546 ბრძანებით გაუქმდა 22.03.2021 წლის №EL131980 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივნის არ წარმოადგენს არგუმენტს/მტკიცებულებას გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით. ამდენად, ვინაიდან დარღვეულია საჩივრების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 10.04.2023 წლის; №7837; №7838; №7840 №7841; №7870; №7871 ბრძანებები საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე მართებულია და არ არსებობს მათი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299.