ბრძანება N 4461
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 4461
28 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,---”-ის (ს/ნ ---)
(მის.:---) 2024 წლის 17 იანვრის, 18 იანვრის, 22 იანვრის
საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი და 8 თებერვლის სხდომებზე (ოქმები №9 და №12) განიხილა შპს ,,---”-ის (ს/ნ ---) №86859/1/2024, №DIS02/22 (რეგ. №8305/01, №8295/21, №01/266), საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 18 დეკემბრის №249-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ მიღებული შემოსავალი შეადგენს 25 500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარს, რომელიც არასდროს ყოფილა 96 028 ლარი, ასევე მისთვის გაურკვეველია კონკრეტულად რა თანხებზე მოხდა დღგ-ის დარიცხვა.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. განმარტავს, რომ არ მიეცა პოზიციის დაფიქსირების და ზედნადებების დაკორექტირების საშუალება მისამართის ნაწილში.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას. განმარტავს, რომ სმფ-ს ნაშთი ჰქონდა საქმიანობის ადგილზე, ხოლო, შემოწმების მიერ არ მოხდა მისი დათვლა. ასევე არ მიეცა პოზიციის დაფიქსირების საშუალება.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ აღნიშნულ ოპერაციებზე ჰქონდა შესყიდვის აქტები და ითხოვს მათ გათვალისწინებას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. აცხადებს, რომ ყველა ხარჯი გაწეული იყო კონკრეტული დავალების შესასრულებლად.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით 2021 წლის აპრილის თვეში შპს ,,---"-სგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას. აცხადებს, რომ აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში დღესაც აქვთ დაუფარავი აღიარებული ვალდებულება, რაც არ ნიშნავს ოპერაციის შეუსრულებლობას. 7.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას. განმარტავს, რომ გაანგარიშება შეუსაბამოა რეალობასთან, ბუნდოვანია და ექვემდებარება შემმოწმებლის მხრიდან დეტალურ განმარტებას. ითხოვს წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ოქტომბრის N26284 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---”-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 დეკემბრის №31751 ბრძანება და ამავე თარიღის №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 596 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 238 982 ლარი, ჯარიმა 321 751 ლარი, საურავი 36 055 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. შპს ,,---”-ის ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს სამშენებლო-სამონტაჟო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალები, ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (არა მსუბუქი, სეს ესნ კოდით 8704 21 990 00). აღნიშნული ავტომობილები გადაფორმებულია (ხშირ შემთხვევაში რეალიზებულია) ფიზიკურ პირებზე 2021 და 2023 წლებში. მათგან მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლებიც ფიზიკური პირების საკუთრებაშია) წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია ხსენებული ტრანსპორტი. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, ფიზიკურ პირებზე აღნიშნულის გადაფორმება განხორციელდა მხოლოდ სესხის მისაღებად და ისინი რეალურად არ არის რეალიზებული. შემოწმების მიერ დანარჩენი საავტომობილო საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადზე, მონაწილეობა მიიღო ნაღდი ფულის გაანგარიშებაში.
2. შპს ,,---”-ის სატენდერო დოკუმენტაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილი გარკვეულ შემთხვევებში არ ემთხვევა ტენდერების ფარგლებში შესრულებული პროექტების მისამართებს. გადამხდელის მიერ არ იქნა გაშიფრული თუ რომელ ტენდერში/პროექტში იქნა გამოყენებული აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის, 164-ე მუხლის პირველი ნაწილის და 166-ე მუხლის თანახმად, პირს დაერიცხა დღგ და ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია საშემოსავლო გადასახადზე, მონაწილეობა მიიღო ნაღდი ფულის გაანგარიშებაში.
3. შპს ,----”-ის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ ჩანაწერებში 2020 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყის ნაშთად დაფიქსირებულია ავტონაწილები, თვითღირებულებით 116 522.28 ლარი. თუმცა, მიუხედავად აღნიშნული ნაშთისა, შესამოწმებელ პერიოდში იმპორტის გზით კვლავ შეძენილი აქვს 59 500 ლარის ღირებულების იგივე საქონელი, ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტურად და საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 153 451.13 ლარის საქონელი. გადამხდელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღნიშნული ნაშთის არსებობა, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტონაწილების გარკვეული ნაწილი მიჩნეულ იქნა გონივრულ ნაშთად, ხოლო დანარჩენი დაექვემდებარა რეალიზაციას აუდირებული ფასნამატით. ამასთან, გადამხდელის საბანკო ამონაწერების შედეგად ირკვევა, რომ გაწეული აქვს მომსახურება და შესაბამისი დღგ არ არის დეკლარირებული. აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადზე (მონაწილეობა მიიღო ფულადი სახსრების გაანგარიშებაში). გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
4. გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია სხვადასხვა სახის არაეკონომიკური ხარჯი (შეძენილია საქონელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან ზედნადების გარეშე; შეძენილია საქონელი, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და ა.შ.). აღნიშნულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია მოგების გადასახადზე და გადამხდელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 982 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
5. შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საწარმოს საბანკო ამონაწერები, რის შედეგადაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაფინანსებულია/ანაზღაურებულია თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტის ხარჯები, დაზღვევის ხარჯები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი (არამეწარმე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება) აღემატება დეკლარირებულს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
6. გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში შპს ,,---“-სგან (ს/ნ ---) მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, რომლის დაკავშირება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან ვერ განხორციელდა.
საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების ღირებულება შპს ,,---“-სთვის ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიღებულია შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა (ასევე აღნიშნულ პერიოდში შპს ,,---“-ს ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირება). ამასთან, შემოწმების პროცესში გაირკვა, რომ შპს ,,---“-ს მიღებული აქვს ჩათვლები ისეთ ანგარიშფაქტურებზე, რომლებიც სხვა საწარმოსთვის იქნა გაწეული (შეცდომით გამოიწერა შპს ,,მ---“- ზე), თუმცა საწარმოს აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურებიც ჩათვლილი აქვს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა შესაბამისი ჩათლილი დღგ-ის თანხის შემცირება, რამაც გამოიწვია გადასახადისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილით ჯარიმის დარიცხვა.
7. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ამონაწერებისა და სხვა მასალების/ინფორმაციის დამუშავების შედეგად, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება. გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია საწარმოს დებიტორ-კრედიტორებისგან. თავისუფალი სახსრები, რომლებიც დარჩა აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის, 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა 275-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილია სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებები (არა მსუბუქი, სეს ესნ კოდით 8704 21 990 00). აღნიშნული ავტომობილები გადაფორმებულია ფიზიკურ პირებზე 2021 და 2023 წლებში. მათგან მხოლოდ 2 სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლებიც ფიზიკური პირების საკუთრებაშია) წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულებები, სადაც უზრუნველყოფის საგნად მითითებულია ხსენებული ტრანსპორტი. შემოწმების მიერ დანარჩენი საავტომობილო საშუალებები ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებული სასაქონლო ზედნადებების ტრანსპორტირების დასრულების ადგილი, გარკვეულ შემთხვევებში, არ ემთხვევა ტენდერების ფარგლებში შესრულებული პროექტების მისამართებს. ამასთან, გადამხდელის მიერ არ იქნა გაშიფრული თუ რომელ ტენდერში/პროექტში იქნა გამოყენებული აღნიშნულ ზედნადებებში დაფიქსირებული საქონელი. შესაბამისად, შემოწმების მიერ ზემოხსენებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ პირს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საბოლოო ნაშთად დაფიქსირებული აქვს 153 451.13 ლარის საქონელი. გადამხდელის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული აღნიშნული ნაშთის არსებობა, შესაბამისად, შემოწმების მიერ ავტონაწილების გარკვეული ნაწილი მიჩნეულ იქნა გონივრულ ნაშთად, ხოლო დანარჩენი დაექვემდებარა რეალიზაციას აუდირებული ფასნამატით. გადამხდელის პოზიციასთან, საქმიანობის ადგილზე ნაშთად არსებულ სმფ-ებთან და შემოწმების მიერ რეალიზებულად განხილვასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,,---6“-ს 2023 წლის მარტის თვის საანგარიშო პერიოდის მოგების გადასახადის დეკლარაციაში სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთის სავალდებულო გრაფაში 2022 წლის სმფ-ის საბოლოო ნაშთად უფიქსირდება 0 (ნული) ლარი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო; საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება:
ა) ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად;
გ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი საერთო წესით იბეგრება ან საქონლის მიწოდებისას/შეძენისას გამოწერილია სასაქონლო ზედნადები/საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი. ამავე კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს მიერ გაწეულია სხვადასხვა სახის არაეკონომიკური ხარჯი: შეძენილია საქონელი მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირისგან სასაქონლო ზედნადების გარეშე, შეძენილია საქონელი, რომელზეც არ არის წარმოდგენილი შესაბამისი პირველადი დოკუმენტი და ა.შ. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოგების გადასახადის დარიცხვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ მოგების გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-5 და მე-7 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა;
თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დაფინანსებულია/ანაზღაურებულია თანამშრომლების საზღვარგარეთ ვიზიტის ხარჯები, დაზღვევის ხარჯები. ამასთან, შემოწმებით დადგენილი გადახდის წყაროსთან დასაბეგრი გადასახადი (არამეწარმე ფიზიკურ პირებზე მომსახურების ანაზღაურება) აღემატება დეკლარირებულს. შედეგად, გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების, საბანკო ამონაწერებისა და სხვა მასალების/ინფორმაციის დამუშავების შედეგად, დებიტორკრედიტორების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განხორციელდა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშება, რის საფუძველზევ თავისუფალი სახსრები ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რამაც გამოიწვია საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ. ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ 2021 წლის აპრილის თვეში შპს ,,---“-სგან (ს/ნ---) მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----, რომლის დაკავშირება საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან ვერ განხორციელდა. საწარმოს მიერ აღნიშნული მომსახურების ღირებულება შპს ,,---“-სთვის ანაზღაურებული არ არის, თუმცა მიღებული აქვს შესაბამისი დღგ-ის ჩათვლა (ასევე აღნიშნულ პერიოდში შპს ,,---“-ს ეკონომიკური აქტივობა არ უფიქსირება).
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ,,---”-ის (ს/ნ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო ზედნადებებში ტრანსპორტირების დასრულების ადგილის მიხედვით საქონლის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ნაშთად არსებული ავტონაწილების რეალიზებულად განხილვას და დღგ-ის დარიცხვას.
4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისგან შეძენილი საქონლის ღირებულების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადის დარიცხვას.
5. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით თანამშრომლის საზღვარგარეთ ვიზიტისა და დაზღვევის ხარჯების, ასევე, არამეწარმე ფიზიკურ პირებზე გაცემული ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
6. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებლობის საფუძვლით 2021 წლის აპრილის თვეში საწარმოსგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით განხორციელებული ჩათვლილი დღგ-ის თანხის გაუქმებას.
7.გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად განსაზღვრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 14 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 18 დეკემბრის №31751 ბრძანება და ამავე თარიღის №249-29 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 596 788 ლარი, მათ შორის, გადასახადი 238 982 ლარი, ჯარიმა 321 751 ლარი, საურავი 36 055 ლარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,5,9); 101; 154; 174; 175; 982.