პროცენტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2411
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
პროცენტის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან N 2411
ფაქტობრივი გარემოებები
•ფიზიკურ პირს გაცემული აქვს სესხი მეწარმე ფიზიკურ პირზე
•გაცემულ საპროცენტო სარგებელზე პროცენტის გამცემის მიერ დაკავებული არ არის საშემოსავლო გადასახადი გადახდის წყაროსთან
შეფასება
•დარღვეულია სსკ-ის 218-ე მუხლის მოთხოვნა
•შემცირებულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხა
•საგადასახადო ვალდებულების შესრულება ეკისრება საგადასახადო აგენტს. შესაბამისად, სესხის გამცემს მიღებული შემოსავლის მიხედვით დეკლარირების ვალდებულება არ გააჩნია (სსკ-ის 217.1 "ა" მუხლი)
ღონისძიებები
•ფაქტობრივად გაცემული პროცენტის მიხედვით უნდა განისაზღვროს დაუკავებელი საშემოსავლო გადასახადი და იგი დაერიცხოს სესხის მიმღებს
•სესხის მიმღები (პროცენტის გამცემი) ფიზიკური პირი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან დაუკავებლობისათივს (სსკ 134-ე მუხლი)ა