უზენაესი სასამართლოს განჩინება N ბს-694(კ-23)
📄 სრული ტექსტი
საქმე № ბს-694(კ-23)
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2023 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამპერის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმების თაბაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - -----------, -----------, -----------, ----------- -----------, -----------, -----------; მოპასუხე ------------).
აღწერილობითი ნაწილი:
2017 წლის 12 ივლისს ----------- და ----------- (დამოუკიდებლად ცალ-ცალკე), 2017 წლის 24 ივლისს -----------, 2017 წლის 26 ივლისს -----------, 2017 წლის 27 ივლისს -----------, 2017 წლის 11 აგვისტოს ----------- სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის და ი/მ ----------- მათ ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის განრინებით მოსარჩელეთა საქმეები გაერთიანდა. ამასთან, სარჩელი უძრავი ქონების მოსარჩელეების სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე. ცალკე წარმოებად გამოიყო ადმნისტრაციული საქმიდან და განსჯადობით გადაეცა ----------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
მოსარჩელეების მოთხოვნებად დარჩა:
1.1. სს შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N081-781 ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის, ----------- პ/ნ ----------- ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. -----------, ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 115. 00 კვ. მ. საცხოვრებყლი ბინის (ს კ: -----------) ამორიცხვა;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის N 38840 ბრძანების (----------- პ/ნ ----------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ) ბათილად ცნობა და აღრიცხვა -----------საკუთრებაში;
1.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N081-781 ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის,----------- -----------ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. ----------------------ში მდებარე საცნოვრებელ სახლში 81.50 კვ. მ. საცხოვრებელი ბინის (ს/კ:----------- ამორიცხვა და აღრიცხვა -----------;
13. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N081-781 ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის,----------- 3----------- ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის (ს/კ: -----------) ამორიცხვა და აღრიცხვა ----------- საკუთრებაში;
14. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N ----------- ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის, ----------- ----------- ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. ------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლში 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის (ს/კ: ----------- ამორიცხვა და აღრიცხვა ----------- საკუთრებაში;
1.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N 081-781 ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის, ----------- პ/----------- ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 84.00კვ. მ. საცხოვრებელი ბინის (ს კ: -----------) ამორიცხვა და აღრიცხვა ----------- საკუთრებაში;
1.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N-781-781 ბრძანების და ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტის, ----------- პ/6-----------. ქონების ნაწილში, ბათილად ცნობა და ყადაღის აქტიდან ქ. ---------------------- N----------- მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ საცხოვრებელი ბინის (ს კ:-----------) ამორიცხვა და აღრიცხვა ----------- საკუთრებაში
----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით -----------, -----------, -----------, -----------, ----------- და ე----------- სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის No081 781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ----------- , -----------ქონების ნაწილში და ამოირიცხა ყადაღის აქტიდან -----------, ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 105. 00 კვ. მ. საცხოვრებელი ბინა ს/კ; -----------; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 29 დეკემბრის No----------- პ/ნ ----------- საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამეწტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N 081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ----------- ----------- ქონების ნაწილში და ამოირიცხა ყადაღის აქტიდან ქ. -----------, ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 81.50კვ. მ. -----------; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის 081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესანებ ----------- ----------- ქონების ნაწილში და ამოირიცხა ყადაღის აქტიდან ქ. ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, ს/კ: -----------; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის ----------- ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ----------- -----------ქონების ნაწილში და ამოირიცხა ყადაღის აქტიდან ქ. ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 87.00 კვ.მ. საცხოვრებელი ბინა, ს/კ:-----------; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N 081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ----------- ----------- ქონების ნაწილში და ამოირიცნა ყადაღის აქტიდან ქ. ----------------------8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 84.00 კვ.მ. საცხოვრებელი----------- ს/კ:-----------; ბათილად იქნა ცნობილი ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2016 წლის 12 ოქტომბრის N 081-781 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსანურის 2016 წლის 12 ოქტომბრის აქტი ყადაღის დადების შესახებ ----------- პ/ნ -----------. ქონების ნაწილში და ამოირიცხა ყადაღის აქტიდან ქ. -----------. ------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 127.00 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, -----------
----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქშეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეებსა და ინდ. მეწარმე „-----------“ შორის დაიდო უძრავ ქონებებზე წინარე ნასყიდობის სელშეკრულებები. გარიგება მხარეებმა დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, ამის
შემდგომ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის N----------- ბრძანებით, ყადაღა დაედო ----------- (36 -----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, მათ შორის ქ. ------------ში მდებარე მშენებარე სახლში არსებულ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომელიც ინდ. მეწარმე ----------- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ქონებებზე ყადაღის გავრცელებამდე გაცილებით ადრე (2-5 წელი) გასხვისებული ჰქონდა მოსარჩელეებზე და საჯარო რეესტრში ფიქსირდებოდა მათი, როგორც მომავალი მესაკუთრეების, უფლება ამ უძრავ ქონებებთან მიმართებით.
სააპელაციო პალატის შეფასებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს სადავო უძრავ ნივთზე საგადასახადო გირავნობა იპოთეკის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია უძრავი ნივთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო სადავო ადმინისტრაციულ-სამარილებრივი აქტის გამოცემის დროს ფორმალურად მიუდგა საკითხის გადაწყვეტას, არ გაითვალისწინა და მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელეთა საკუთრების უფლება.
----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ქმედება და გამოცემული სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები შესაბამისობაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-241-ე მუხლებით დადგენილ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ქ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სასამართლოს მიერ უსაფუძვლოდ იქნა დაკმაყოფილებული მოსარჩელეთა მოთხოვნები.
უძრავ ნივთზე მესაკუთრე დგინდება მხოლოდ და მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები - ქ. -----------, ----------- ქ -----------ში მდებარე საცხოვრებელი ფართები საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენდა და დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს ინდ. მეწარმე „-----------" ს/ნ -----------) საკუთრებას, ამდენად საგადასახადო დავალიანების გადახდევინების იძულებითი ღონისძიება (ყადაღა) სრულიად კანონიერად გავრცელდა ინდ. მეწარმე „-----------“ (ს/6 -----------) საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართებზე.
კასატორის პოზიციის თანახმად, დადგენილი არ არის მოსარჩელეთა მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ, ნასყიდობის თანხის სრულად გადახდა. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ წინარე ხელშეკრულება წარმოშობს საკუთრების უფლებას და რომ აღნიშნული გარიგება პირისათვის სამართლებრივი შედეგის წარმომმობია და ანიჭებს მართლზომიერი მფლობელის სტატუსს, მით უფრო იმ პირობებში, როცა უფლება მომავალ ქონებაზე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონს, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მოთხოვნას, ასევე გირავნობა-იპოთეკის სამოქალაქო კოდექსით და საგადასახადო კოდექსით (238-ე, 239-ე, 241-ე) მინიჭებულ სამართლებრივ სტატუსს - სანივთო უფლებას, რომელიც მიეკუთვნება აქცესორული უფლებას და უპირატესობით სარგებლობს ვალდებულებითი ხასიათის უფლებასთან მიმართებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითზზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1) მოსარჩელე ---------- და ---------- შორის უძრავ ქონებაზე (81,5 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2011 წლის 27 მაისს, ხოლო 02 ივნისს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---------- მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა განხორციელდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული N 081–781 ბრძანების საფუძველზე.
2) მოსარჩელე ---------- და ინდ. მეწარმე ---------- შორის უძრავ ქონებაზე (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 14 ივნისს, ხოლო 13 ივლისს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსია შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული N 081-781 ბრძანების საფუძველზე.
3) მოსარჩელე ---------- და ინდ. მეწარმე ---------- შორის უძრავ ქონებაზე (127 კვმ. ფართის მქონე ბინა) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 12 ივლისს, ხოლო 18 ივლისს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი შესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს
გამოცემული N081–781 ბრძანების საფუძველზე.
4) მოსარჩელე ---------- და ინდ. მეწარმე ---------- შორის უძრავ ქონებაზე (127 კვ.მ. ფართის მქონე ბინა. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2013 წლის 06 თებერვალს, ხოლო 13 თებერვალს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ----------, მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული N 081-781 ბრძანების საფუძველზე.
5) მოსარჩელე ---------- და ინდ. მეწარმე ---------- შორის უძრავ ქონებაზე (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 24 ივნისს. ხოლო 02 ივლისს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული 081–781 ბრძანების საფუძველზე.
6) მოსარჩელე ---------- და ინდ. მეწარმე ---------- შორის უძრავ ქონებაზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (105 კვ.მ. ფართის მქონე ბინა დაიდო 2014 წლის 22 ივლისს, ხოლო 01 სექტემბერს, აღნიშნული უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. სადაც ვალდებულების შესაბამის გრაფაში მომავალი მესაკუთრის სტატუსით დაფიქსირდა ---------- ----------. მოცემულ ქონებაზე ყადაღა დარეგისტრირდა 2016 წლის 03 ნოემბერს, ქონებაზე ყადაღის დადების მესახებ სიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბერს გამოცემული ---------- ბრძანების საფუძველზე.
საკასაციი სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს ქონებაზე ყადაღის დადება, 241-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დადგენილია, რომ საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხული (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით დატვირთვის, ---------- დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობის დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქოჩებაზე ყადაღის დადების აქტში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირის ქონებაზე ყადაღის დადება საკუთრების უფლებაში ჩარევის ფორმას წარმოადგენს, რომელიც საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას ემსახურება აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში, პირს ეზღუდება ქონებით სრულფასოვნად სარგებლობის, განკარგვის შესაძლებლობა. ამასთან, საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გადასანადის გადახდევინების უზრუნველსაყოფად ისეთ ღონისძიებას, როგორიცაა ყადაღადადებული ქონების რეალიზება (მუხლი 242).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს მხრიდან ყადაღა, როგორც გადახდევინების უზრუნველყოფის საშუალება, გამოყენებული უნდა იქნას უშუალოდ მოვალის ქონებაზე. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 12 ოქტომბრის No081-781 ბრძანებით, ყადაღა დაედო ----------- (პ/ნ -----------) საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ნებისმიერ ქონებას, მათ შორის ----------- მდებარე მშენებარე სახლში არსებულ იმ საცხოვრებელ ფართებს, რომელიც ინდ. მეწარშე ----------- გასხვისებული ჰქონდა მოსარჩელეებზე, ამავე ქონებებზე ყადაღის გავრცელებამდე გაცილებით ბევრად ადრე 2-5 წლით ადრე. გასხვისების ხელშეკრულებები კი რეგისტრირებული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში მოსარჩელეები აღირიცხნენ როგორც ქონებაზე სამომავლო მესაკუთრეები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებების საფუძველზე, საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლების სრულად გადაცემა. არსებითად დამოკიდებული იყო მოსარჩელეთა მიერ დარჩენილი, ნაწილი თანხის გადახდასა და მშენებლობის დასრულების, ექსპლუატაციაში მიღების პირობებზე. საკასაციო სასამართლო სამომავლო მესაკუთრეთა სასარგებლოდ არსებულ გარანტიებთან მიმართებით, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 188-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, 1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე. უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ. 2. პირველ ნაწილში აღნიშნული პირობა შესრულებულად ითვლება მაშინაც, თუ გამსხვისებელი – ნებისმიერი სხვა გზით, ვიდრე საფასურის გადახდაა, დაკმაყოფილდება, ან თუ შემძენი მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეებმა მესამე პირის - ი/მ ----------- ნასყიდობის ხელშეკრულება - სამომავლო საკუთრების უფლებაზე დადეს უფლებრივად უნაკლო ნივთებზე, მშენებარე საცხოვრებელ ბინებზე, რომლებიც არ იყო დატვირთული რაიმე ვალდებულებებით, ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტებით არამართლზომიერად იზღუდება მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, რამდენადაც იმ ----------- საგადასახადო ვალდებულებებისთვის პასუხისმგებლობა ვრცელდება, ამავე პირისგან უფლებრივად უნაკლო უძრავი ქონების კეთილსინდისიერ შემძენებზე.
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2016 წლის 12 ოქტომბრის N081-781 ბრძანების მიღების ეტაპზე, მოსარჩელეები უკვე რეგისტრირებულნი იყვნენ შესაბამისი საცხოვრებელი ბინების სამომავლო მესაკუთრეებად, ანუ მათ შესაბამისი პირობებით უკვე შეძენილი ჰქონდათ აღნიშნული უძრავი ნივთებზე უფლება, რაც საგადასახადო ორგანოსთვისაც ცნობილი იყო. თუმცა, სსიპ შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა აღნიძნული გარემოება და 2016 წლის 12 ოქტომბრის No081–781 ბრძანებით ყადაღა გაავრცელა მოსარჩელეების მიერ შეძენილ ქონებებზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ სახეზე იყო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო - ასევე მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა მოწინააღმდეგე მხარე სსიპ შემოსავლების სამსახურის პოზიცია საქმის წარმოების მეწყვეტის საფუძვლების საქართველოს არსებობის თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განსილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-6 წაწლის მიხედვით კი, საქმის საკასაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, რომელიც არ საჩივრდება საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეფასებული აქვს საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით, რაც მიღებული განჩინებით უცვლელად დატოვა სააპელაციო პალატამ, (საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას და აღნიშნავს, რომ სახეზე ა არის საქმის წარმოების მეწყვეტის წინაპირობები. განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელეებს არანაირი საგადასახადო ვალდებულება : არ აქვთ და ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების ხანდაზმულობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაუშვებელია, რადგან მოსარჩელეებს არ შეეძლოთ ევარაუდათ მათ მომავალ ქონებაზე ყადაღის გავრცელების შესაძლებლობა, რამდენადაც სადავო ქონება შეძენისას და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას თაკისუფალი იყო ყადაღისგან, საგადასახადო გირავნობა- იპოთეკისგან. ამდენად მოსარჩელეებს შეუძლიათ იდავონ ქონების უფლებრივი შეზღუდვისგან გათავისუფლების მიზნით, მოსარჩელეები წინამდებარე დავაში არ გამოდიან როგორც გადამხდელები და მათი სარჩელი გამომდინარეობს არა მათი საგადასახადო ვალდებულებებიდან, არამედ სსიპ მემოსავლების სამსახურის მხრიდაჩ, მათი საკუთრების უფლების უსაფუძვლო ხელყოფიდან, რაც მოსარჩელეებს ზოგადი წესით დავის საშუალებას აძლევს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს (მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საკრებს - წარმატების პერსპექტივა. რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ----------- სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე
ქ. ცინცაძე
მოსამართლეები:
ნ. სხირტლაძე
გ. გოგიაშვილი
სადავო საკითხი
განჩინების გაუქმების თაბაზე
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას
დასაბუთება
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით