საბაზრო ფასები მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან N 2634
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
საბაზრო ფასები მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირთან N 2634
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“- მა 2017 წლის აპრილის თვეში სასოფლოსამეურნეო კოოპერატივისგან, რომელიც ახორციელებს მხოლოდ კარტოფილის მოყვნას და რეალიზაციას, შეიძინა კარტოფილი, რაშიც გადაიხადა 100 000 ლარი.
· შპს „X“-ს აღნიშნულ ოპერაციაზე მოგების გადასახადში საგადასახადო ანგარიშგება არ განუხორციელებია.
· დადგენილია, რომ კარტოფილის საბაზრო ფასი შეადგენს 20 000 ლარს.
შეფასება
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.
· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად,მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97- ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით.
· იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში კოოპერატივი წამოადგენს მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირს, ამასთან, მხარეებს შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან, სხვაობა 80 000 ლარის ოდენობით ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. შპს „ X“ ვალდებულია ბიუჯეტში გადაიხადოს 14 117 ლარი (80 000/0,85*15%=14 117).
ღონისძიებები
· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით