N 4554-Iს - 25/11/2015 - „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 25.11.2015
№ დოკუმენტი 4554-Iს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 96) 311 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების სისტემების თანამშრომლები, აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით – სხვა პირები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,25 ნოემბერი 2015 წ.

N4554-Iს

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე