N 279 - 23/06/2016 - „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №279
2016 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №386 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 010040000.10.003.017565) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-5 მუხლს 101 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 102 პუნქტი:
„102. ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული წესით ასევე განისაზღვრება სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაგროვებისა და პუნქტის გამტარუნარიანობის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დროებით გაჩერების ადგილები.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე