არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

ბრძანება 31.10.2017
№ დოკუმენტი 394
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

(ძალადაკარგული - 31.05.2023 N188)

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 394

2017 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებად განისაზღვროს:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“;

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“;

ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“;

თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“;

ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“;

კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“;

ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“;

მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“;

ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“

ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“;

პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“;

ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

მოვალეობის შემსრულებელი

გიორგი თაბუაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე