საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება N 1504

1504 საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება 04.06.2012
№ დოკუმენტი 1504
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება N 1504

ფაქტობრივი გარემოებები

· 2006 წელს ფიზიკურმა პირმა 10 000 ლარად შეიძინა ავტო გასამართი სადგური, რომელიც იჯარით გადასცა სხვა პირს

· 2008 წელს შეწყდა საიჯარო ხელშეკრულება და მას შემდეგ აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება აღარ მომხდარა. 2012 წელს აღნიშნული აქტივი გასხვისებულ იქნა 12 000 ლარად

· აღნიშნული ოპერაცია პირმა არ დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით

შეფასება

· სსკ-ის 82-ე (ძვ.168-ე) მუხლის პირველი ნაწილის "ვ.გ" ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივების მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებისა. ამასთანავე, აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ ითვლება მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება

· იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებიდან გასულია 2 წლიანი ვადა, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირს 2006-2008 წლებში აქტივი იჯარით ჰქონდა გაცემული სხვა პირზე არ უნდა გახდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან გათავისუფლების შეზღუდვის საფუძველი

ღონისძიებები

· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

მოცემულ შემთხვევაში წლები აღებულია პირობითად და იგივე მიდგომა ვრცელდება სხვა საგადასახადო პერიოდებზეც.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 25 აპრილისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც