შერეული ოპერაციები (კვერცხი, ლატოკები და მუყაოს ყუთები) N 1159
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
შერეული ოპერაციები N 1159
ფაქტობრივი გარემოებები
· მეფრინველეობის ფაბრიკა კვერცხის მიწოდებას ახორციელებს შესაფუთი ყუთებისა და სპეციალური ფირფიტების, ე.წ. ’’ლატოკების’’ საშუალებით
· ტარა (ყუთები, ფირფიტები) არ უბრუნდება ფაბრიკას და შესაბამისად საწარმომ მისი ღირებულება სრულად გაითვალისწინა კვერცხის ღირებულებაში.
· 2008 წლის 5 აგვისტომდე მიწოდებულ კვერცხზე გამოყენებული ტარა ფაბრიკამ არ ჩათვალა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ამასთან მისი შეძენისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლა არ განუხორციელებია.
შეფასება
· საქონლის მიწოდება, რომელიც ძირითადი საქონლის მიმართ დამხმარე ხასიათისაა, სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 (ძვ.243-ე მუხლის პირველი) ნაწილის მიხედვით, ითვლება ამ საქონლის ნაწილად
· ტარა (ყუთები, ფირფიტები) რომელიც არ არის დაბრუნებადი, ითვლება კვერცხის მიწოდების ნაწილად, რომელიც 2008 წლის 5 აგვისტომდე გათავისუფლებულია დღგ-ისაგან. შესაბამისად, მასზე გადახდილი დღგ არ უნდა ჩათვლილიყო
ღონისძიებები
· პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულების დაკისრება არ ხდება
საწარმოს შესაფუთი ყუთების შეძენისას გადახდილი დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს 2008 წლის 5 აგვისტოს შემდგომ განხორციელებულ მიწოდების შემთხვევაში
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით