N 478 - 10/10/2022 - „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №478
2022 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 ივნისის №131 დადგენილებაში (სსმ, 82, 2008 წელი) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესების“ მე-7 მუხლის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„25. თიზის ადმინისტრატორი შეიმუშავებს ზონის განაშენიანების დეტალურ გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებით.
26. თიზის განაშენიანების დეტალური გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამის მოთხოვნებს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე