აქტივების მიწოდება (ნამეტი არასწორად გაანგარიშდა მიწოდების ფასსა და აფასებულ ფასს შორის სხვაობით) N 0701

0701 აქტივების მიწოდება (ნამეტი არასწორად გაანგარიშდა მიწოდების ფასსა და აფასებულ ფასს შორის სხვაობით) - (ძალადაკარგული) 31.08.2011
№ დოკუმენტი 0701
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

აქტივების მიწოდება N 0701

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმომ განახორციელა აფასებული არაცვეთადი აქტივის მიწოდება

· ნამეტი განისაზღვრა სარეალიზაციო ფასსა და აფასებული აქტივის ღირებულებას შორის სხვაობით

· ნამეტი თანხა ჩართულია ერთობლივ შემოსავალში

შეფასება

· ნამეტი უნდა განსაზღვრულიყო სარეალიზაციო ფასსა და აქტივის შეძენის ღირებულებას შორის სხვაობით

· შემცირებულია ერთობლივი შემოსავალი

ღონისძიებები

· უნდა დაზუსტდეს ერთობლივი შემოსავალი და დასაბეგრი მოგება (ზარალი)

· დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ. 132-ე) მუხლის შესაბამისად