N 262 - 30/08/2019 - ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №262
2019 წლის 30 აგვისტო
ქ. თბილისი
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების და ტექნიკური დახმარების სანებართვო მოწმობებისა და ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 30 სექტემბრის №291 ბრძანებაში (ვებგვერდი, 30/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა (დანართი №1), ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №3), ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №4), ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის სანებართვო მოწმობის ფორმა (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი კაკაურიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე