დღგ-ის ჩათვლები პროპორციული წესით N 1112

1112 დღგ-ის ჩათვლები პროპორციული წესით - (ძალადაკარგული) 27.08.2010
№ დოკუმენტი 1112
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლები პროპორციული წესით N 1112

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვასთან ერთად გააჩნია დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა

•საწარმო სრულად ახორციელებს დღგ-ის ჩათვლებს და არ იყენებს გაუმიჯნავი დღგ-ის თანხების მიხედვით პროპორციული ჩათვლის წესს

შეფასება

•საწარმოს დღგ-ის ჩათვლები უნდა განეხორციელებინა პროპორციულად (სსკ-ის 247-ე მუხლი)

•საწარმოს გაზრდილი აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხები

ღონისძიებები

•საანგარიშო თვეების მიხედვით, დაკორექტირდება ჩასათვლელი დღგ-ის თანხა და შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელი დღგ

•საწარმო, შესაბამისი თვეების დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლის საფუძველზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით