N 64 - 07/02/2018 -„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 07.02.2018
№ დოკუმენტი 64
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“:

1. 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679721448879 {width:414.6pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„54

საქონლის გაფორმება (გარდა 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821,822, 86-ე, 87-ე და 103-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 100 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით საბაჟო ღირებულების საქონელზე – ერთ საბაჟო დეკლარაციაზე 400 ლარი“.

 

2. 102-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 103-ე გრაფა:

 

#assignedTableId-1679721470360 {width:407.4pt;mso-cellspacing:0cm;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0cm 0cm 0cm 0cm margin: 0 auto !important; }„103

ნამუშევარი ნავთობპროდუქტების (ლიალური წყალი (ნავთობით დაბინძურებული წყალი), ნავთობპროდუქტების ბაკსაცავების ნარეცხი) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაფორმება

 

1 ტონა – 30 ლარი.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი