მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილება N 2623
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე დივიდენდის განაწილება N 2623
ფაქტობრივი გარემოებები
· შპს „X“ დაფუძნდა 2017 წელს შპს „Y“-ს (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია) მიერ. აღნიშნულ წელს განხორციელებული საქმიანობიდან მიღებულმა შპს X-ის გაუნაწილებელმა მოგებამ შეადგინა 200 000 ლარი. 2018 წლის დეკემბრის თვეში შპს „X“-მა დამფუძნებელ შპს „Y“-ზე გასცა გაუნაწილებელი მოგებიდან 50 000 ლარი. საწარმოს აღნიშნულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშგება მოგების გადასახადში არ მოუხდენია.
შეფასება
· სსკ-ის 309 მუხლის 94-ე ნაწილის შესაბამისად, კომერციული ბანკი, საკრედიტო კავშირი, სადაზღვევო ორგანიზაცია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და ლომბარდი მოგების გადასახადით ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტის მიხედვით იბეგრებიან 2019 წლის 1 იანვრიდან. ამავე მუხლის 99-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981 მუხლის მიზნებისთვის 2017 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდების კუთვნილი მოგებიდან: ა) ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებული პირისგან მიღებული დივიდენდის განაწილება არ ითვლება მოგების განაწილებად; ბ) ამ მუხლის 94-ე ნაწილით გათვალისწინებულ პირზე დივიდენდის განაწილება ითვლება მოგების განაწილებად.
· შესაბამისად, 2018 წლის დეკემბრის თვეში საწარმო ვალდებული იყო, შპს „Y“-ზე გაცემული 50 000 ლარიდან დაერიცხა და ბიუჯეტში გადაეხადა 8 823 ლარი (50 000/0,85*15%=8 823) მოგების გადასახადი.
ღონისძიებები
· საწარმოს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით