N 192 - 12/04/2022 - „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.04.2022
№ დოკუმენტი 192
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2011, 200230100.10.003.016439) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება თარიღი, რომლის მდგომარეობითაც არსებული საგადასახადო დავალიანება უნდა იქნეს ჩამოწერილი, აგრეთვე ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანების ოდენობა და სტრუქტურა (ძირითადი, ჯარიმა და საურავი).“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

1. შემოსავლების სამსახური, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების (ძირითადი, ჯარიმა და საურავი) ჩამოწერას.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების (ძირითადი, ჯარიმა და საურავი) შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე